"ნიკა მელიას გამოსვლა მიღწევა კი არა აუცილებლობაა. მიღწევა იქნებოდა ის, რომ ვადამდელი არჩევნები დაენიშნათ და გაეძლოთ ამ პერიოდში", - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიან "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.
ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილი "ქართული ოცნების" თამაშში არ უნდა ჩართულიყო". მისივე თქმით, "ივანიშვილის ჩვეულებრივი სვლა არის ეს როდესაც ვიღაცას იჭერს და შემდეგ ამაზე მიდის ვაჭრობა".
"ეს არაა ხელმომწერების არჩევანი არც მათი მოედანი, ამით არ უნდა ესარგებლათ ვიღაც-ვიღაცებს და გამარჯვებად არ უნდა ჩაეთვალათ. თუნდაც, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტში უდნა ვიყოთ, რომ მიღწევა იქნება ნიკა მელიას გამოსვლაა. ნიკა მელიას გამოსვლა მიღწევა კი არა აუცილებლობაა. მიღწევა იქნებოდა ის, რომ ვადამდელი არჩევნები დაენიშნათ და გაეძლოთ ამ პერიოდში", - ამბობს სანაია.
მისივე თქმით, ოპოზიციას ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, ევროკავშირი საქართველოში კრიზისის მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებდა და შეთანხმება უფრო უკეთესი პირობებით დადგებოდა.
"რომ გაეძლო ოპოზიციას და არ გადაედგა ეს ნაბიჯი ოპოზიციის ნაწილს, ვნახოთ რა იდო სასწორზე. სასწოზე იდო ევროკავშირის რეპუტაცია, იმიტომ რომ ისეთ გაუბედურებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თუ ვერ აგვარებს კრიზისს, ეს ძალიან სერიოზული პრობელმაა ევროკავშირისთვის. მაგრამ რაღაც დაკომუნეტი რომ შექმნიდა, ფიქრობენ, რომ ეს კრიზისი მოაგვარეს... ევროკავშირი აქედან ფეხს არ მოიცვლიდა, სანამ ეს შეთანხმება არ იქნებოდა. ევროკავშირმა თუ ვერ გაქაჩა, აქ იქნებოდა შეერთებული შტატბის უფრო მეტი ჩართულობა", - თქვა მან.
როგორც სანაია ამბობს, "ოპოზიციას, რომ გაეძლო "ქართულ ოცნებას" სხვა გზა არ ექნებოდა" და მისთვის არახელსაყრელ ნებისმიერ შეთანხმებას დათანხმდებოდა.