მირჩევნია, ჩემი შვილი იჯდეს და მოიხადოს სასჯელი - ანზორ მელია

26 Apr 2021 10:46

„ნაციონალური მოძრაობი“ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მშობლებმა, ექიმებმა ანზორ მელიამ და ნანა ცანავამ „მთავარის” ეთერში შვილზე ისაუბრეს.


მათთვის შვილის ამნისტიით გამოსვლა მიუღებელია, რაც იმ ადამიანების გათავისუფლებასაც ნიშნავს, რომლებმაც აქციის მონაწილეები დაასახიჩრეს.


– ნიკა ამას არ გააკეთებს არავითარ შემთხვევაში! როგორ უნდა ჩახედოს მაკოს თვალებში, ან იმ ორ ბრწყინვალე ადამიანს, ან დაჭრილებს, ან თქვენს ჟურნალისტს, თამარს, რომელიც ხელში იყო დაჭრილი. მაკო გომურის წერილს უცრემლოდ ვერ ვკითხულობდი… ამას მირჩევნია, ჩემი შვილი იჯდეს და მოიხადოს სასჯელი. რაც შეიძლება მალე მოაწყონ სასამართლო, რას თამაშობენ? ნიკა არ დათანხმდება ამას, _ ამბობს ანზორ მელია.


-ვინც დაზარალდა, მათ რა უნდა ვუთხრათ, ან ნიკამ, ან ჩვენ? მინდა, იცოდეს, ვამაყობთ, რომ ასეთია. ახლა იწყება ყველაფერი, ახლა სხვა ეტაპზეა. მინდა, ვუთხრა, რომ ბრძოლა ბოლომდე! ვისაც შენი სჯერა, იქნება შენ გვერდით, ვისაც არა _ არა უშავს… ჩვენ ველოდებით, არ ინერვიულოს, _ ამბობს ნიკა მელიას დედა.


რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი