სასწრაფოდ გამოიღეთ ეს პროდუქტები მაცივრიდან!

26 Apr 2021 11:11

მაცივარი - საოცარი გამოგონებაა, რომელიც პროდუქტების დიდხანს შენახვაში გვეხმარება. თუმცა იქ ყველა პროდუქტის ადგილი არ არის.

ყველა პროდუქტი ვერ იტანს დაბალ ტემპერატურას და ისინი პირიქით, საჭმელად უვარგისი ხდება. აი, იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც არ უნდა შევინახოთ მაცივარში:

პური - რა თქმა უნდა, თუ პურს მაცივარში შეინახავთ, შენახვის ვადას გაუხანგრძლივებთ, მაგრამ იგი სწრაფად გამოშრება და მაცივარში არსებულ არომატებსაც შეიწოვს. პური ოთახის ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ, არაუმეტეს 3-4 დღე. თუ დიდ პურს ყიდულობთ და ბოლომდე ვერ ჭამთ, მოაჭერით საჭირო რაოდენობა და დანარჩენი გაყინეთ.

ნიორი - ვერ იტანს სიცივეს. მშრალ და განიავებულ ადგილას 3 თვესაც გაძლებს.

ცხარე სოუსი - მიჩნეულია, რომ სოუსები მაცივარში უნდა შევინახოთ, მაგრამ მასში არსებული ძმარი, შაქარი და მარილი საუკეთესო კონსერვანტებია. კარგად განიავებულ კარადაში იგი სამ წლამდე შეინახება და არც გემო გაუფუჭდება.

კარტოფილი - მისი ადგილი მაცივარში არაა. დაბალი ტემპერატურა კარტოფილში არსებულ სახამებელს შაქრად აქცევს. კარტოფილი ქაღალდის პაკეტებში, განიავებულ სათავსოში უნდა გქონდეთ.

პომიდორი - მაცივარი მას გემოს უცვლის და იგი ისეთი გემრიელი აღარაა. ტომატს სითბო უყვარს. თუმცა მზის პირდაპირ სხივებსაც უნდა მოარიდოთ.

ხახვი - განიავებულ ადგილას უნდა ჩამოჰკიდოთ ტომსიკებით. მაცივარში კი სწრაფად დაგილპებათ. ამასთანავე, კარტოფილსა და ხახვს ერთად ნუ შეინახავთ, კარტოფილი მას სწრაფად გააფუჭებს.

ყავა - ბევრს ჰგონია, რომ ყავის ადგილი მაცივარშია და ძალიანაც ცდება. სიცივე ყავას გემოსაც უკარგავს და არომატსაც. ამასთანავე, ყავას საკმაოდ მძაფრი სუნი აქვს და მაცივარში არსებულ პროდუქტებს საკუთარ არომატს გადასცემს.


მარაო




კომენტარები:

ფართი შოპი