გაინტერესებს რატომ გკბენენ კოღოები მაინცადამაინც შენ?

26 Apr 2021 11:46



“ეს კოღოები მაინცადამაინც მე რატომ მკბენენ?” - გამოტყდი, დღეში რამდენჯერ ამბობ ამ ფრაზას ?ამ კითხვაზე პასუხს მეცნიერები გაგცემენ. მათ დააგდინეს თუ რატომ ხარ კოღოებისთვის ასეთი გემრიელი ლუკმა.ისე, ერთის მხრივ რატომ გწყინს? ანუ, რაღაცით სხვებისგან განსაკუთრებული ხარ, რახან ყველაში მაინცადამაინც შენ გარჩევენ.


ვინ არის ყველაზე გემრიელი ?

  • კოღოებისთვის გემრიელები არიან ისინი, ვინც უფრო მეტი ნახშირორჟანგს გამოყოფს, ანუ მსუქანი და ორსული ადამიანები.
  • კოღოები არც სპორტსმენებს იწუნებენ. ისინი ვარჯიშისას ოფლთან ერთად გამოყოფილი რძემჟავასაც მადიანად შეექცევიან.
  • განა მარტო სისხლი, კოღოებს თურმე ალკოჰოლიც ძალიან მოსწონთ, განსაკუთრებით ლუდი. ასე, რომ თუ კი ლუდი დალიე, მალე შენს სისხლსაც დალევენ.
  • ამას სულ ვეჭვობდი, რატომღაც ლოგიკური მეჩვენებოდა: I დადებითი ჯგუფის სისხლი კოღოებს ყველაზე მეტად ეგემრიელებათ.
  • ყველაფერს ხომ გენეტიკას მივაწერთ ხოლმე, ხო და აქაც ეს ამბავია. გარკვეული გენები, გარკვეულ თქვენგანს კოღოებისთვის უფრო მიმზიდველი ხდის.
  • სხვათა შორის კოღოებს ის ადამიანები უფრო მოსწონთ, ვისაც კანზე ნაკლები ბაქტერიები ჰყავს დაბინავებული.
  • ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი გამოყოფს ისეთ ნივთიერებას, რომელიც კოღოებს იზიდავს, ზოგი კი პირიქით აფრთხობს მათ. ვფიქრობ, მეცნიერებმა ამაზე ცალკე კვლევა უნდა ჩაატარონ.
  • კოღოები, რომლებიც მალარიის მატარებლები არიან ორსულ ადამიანებს უფრო ჰკბენს, ვიდრე არაორსულებს.
  • კოღოები ცოტათი სექსისტებიც ყოფილან. მათ ქალები უფრო მოსწონთ, ვიდრე კაცები. თან მათი ნაკბენის მერე ქალებს უფრო დიდი კვალი რჩებათ, ვიდრე კაცებს.


tsamali.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი