ირაკლი ქადაგიშვილი - მისი გამოცდილებიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, კახა კუჭავა ისეთივე წარმატებული თავმჯდომარე იქნება, როგორც არჩილ თალაკვაძე იყო

26 Apr 2021 13:17

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ლოგიკურია ის განმარტება, რაც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის თაობაზე გააკეთა.


„ის იყო და არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი. ის ახსნა-განმარტება, რაც მან გააკეთა, სავსებით ლოგიკურია. ის იყო აქტიური მხარე დაძაბული მოლაპარაკებისა. პოლიტიკური პროცესის დროს, როდესაც დღეს პარლამენტში თვისობრივად შეიცვალა მდგომარეობა და ოპოზიციის ნაწილი შემოსულია, უმჯობესად ჩაითვალა, რომ თავმჯდომარე ყოფილიყო ამ პროცესისგან უფრო დისტანცირებული ადამიანი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.


ქადაგიშვილი ასევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავას კანდიდატურის წარდგენას და აღნიშნა, რომ კუჭავა საკუთარი გამოცდილებიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ისეთი წარმატებული თავმჯდომარე იქნება, როგორც არჩილ თალაკვაძე იყო.


„კუჭავა პარლამენტის ნდობას აუცილებლად მოიპოვებს. იქნება კარგი თავმჯდომარე. ის არის კვალიფიციური პარლამენტარი, გამოცდილი პოლიტიკოსი, საპარლამენტო ცხოვრების დიდი გამოცდილება აქვს - ორ კომიტეტს ხელმძღვანელობდა, იყო ვიცე-სპიკერი. მისი გამოცდილებიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ისეთი წარმატებული თავმჯდომარე იქნება, როგორც არჩილ თალაკვაძე იყო”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი