დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

26 Apr 2021 14:55

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.


შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპელი მედიატორების ჩართულობით გამართულ მოლაპარაკებებს შეეხო.


„ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა ევროპელი მეგობრების დახმარებით მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ის გამოთქვამს იმედს, რომ ამ შეთანხმებას ოპოზიციის სრული შემადგენლობა შეუერთდება,პარლამენტი იქნება წარმოდგენილი იმ შემადგენლობით, რომლითაც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია და სტაბილურად გააგრძელებს პოლიტიკურ ცხოვრებას. ელჩმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება სტაბილურობა, რადგან დესტაბილიზაციაში დაინტერესებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელიც მუდმივად ხელს უწყობს, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და საქართველო დამოკიდებული იყო ჩვენს გეოგრაფიულ მეზობელზე - რუსეთზე“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ.


კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, შეხვედრაზე გლობალური პანდემიის შესახებ ისაუბრეს და პანდემიასთან ბრძოლაში, ისრაელის გამოცდილება განიხილეს. ხაზი გაესვა ჯანდაცვის სამსახურების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების სათანადოდ შესრულებისა  და ვაქცინაციის მნიშვნელობას.



„ისრაელის გამოცდილება გვახსენებს, რომ პანდემიასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ წესების დაცვით, რაც ჯერ კიდევ შეუცვლელი იარაღია - ეს არის ნიღბის მოხმარება, ფიზიკური დისტანცირება და ვაქცინაცია. ამ საკითხებთან დაკავშირებით, იყო ჩვენი აზრების თანხვედრა.აღვნიშნე, რომ მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, რის დეფიციტიც გვაქვს, ასევე, გვაქვს ვაქცინების დეფიციტი, რაც გარკვეულწილად, მსოფლიოში არასამართლიანი გადანაწილების გამოც ხდება. 

ამ ფონზეც, ამ რეალობიდან მეტი აქტივობით უნდა გამოვიდეთ და მოვახერხოთ ქვეყანაში მეტი ვაქცინის შემოტანა, მოქალაქეების დარწმუნება, რომ ხსნა არის მხოლოდ ამაში და არა უსაფუძვლო აქციებში, რომ მხოლოდ შეზღუდვების მოხსნის  სურვილით და რომ ეს მხოლოდ აქციებით იქნება მიღწევადი - არის მცდარი და სახიფათოც, ამიტომ, მნიშვნელოვანია, დავიცვათ წესები და სახელმწიფომ, ვინც აროს პასუხისმგებელი ამ პროცესის სწორად მართვაზე, საზოგადოებასთან ერთად, შევძლოთ ვაქცინაციის პროცესის უფრო აქტიურად წარმართვა“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი