ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 66 საქმეზე, ხოლო ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი

26 Apr 2021 15:12

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 66 საქმეზე, ხოლო ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი“ „აღნიშნული პირები პასუხისგებაში მიეცნენ ქრთამის აღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი გულგრილობის, დიდი ოდენობით თაღლითობის, მითვისება-გაფლანგვის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და სხვა ფაქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ეფექტიანად ახორციელებდა კორუფციის საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებს, ახალი კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საგამოძიებო მოქმედებების წარმოების მიმდინარეობაზე“, - აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.





კომენტარები:

ფართი შოპი