სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მდგრადი ინსტიტუციური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას

26 Apr 2021 15:18

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მდგრადი ინსტიტუციური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას და აღნიშნულ პროცესში მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარებას“


„2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, შეიქმნა სასწავლო ცენტრი, რომლის მიზანს მოსამსახურეთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და მომავალი კადრების სათანადო მომზადება წარმოადგენს“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ.


ალექსი ბატიაშვილის განმარტებით, 2020 წელს აქტიურად მიმდინარეობდა სასწავლო ცენტრის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება და ინსტრუქტორთა შერჩევა, როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების წრეებიდან, ასევე სამსახურის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების პროფესიული რესურსების გამოყენების გზით.




კომენტარები:

ფართი შოპი