ამნისტიაზე ვჩხუბობთ და არ გვინახავს, რა წერია შიგნით - ელისაშვილი

26 Apr 2021 17:22

„მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტს იმის მიხედვით დაუჭერს მხარს, თუ როგორი იქნება დოკუმენტის შინაარსი. ელისაშვილი განმარტავს, რომ თუ შეწყალების აქტი გავრცელდება იმ სამართალდამცველებზე, რომლებიც ხალხს დამიზნებით ესროდნენ და აწამებდნენ, მხარს არ დაუჭერს.


„ამნისტიაზე ვჩხუბობთ და არ გვინახავს, რა წერია შიგნით. როდესაც ვნახავ, შეიძლება მხარი დავუჭიროთ და შეიძლება გავილაშქროთ. შევთანხმდით, რომ ამნისტიის საკითხი უნდა დაისვას, ამას მხარს ვუჭერთ, მაგრამ რა შინაარსი ექნება - ვისზე გავრცელდება, ვისზე არა, ჯერ არ გვინახავს და ვჩხუბობთ, ჰაერს ვეჩხუბებით. ვინც ხალხს დამიზნებით ესროდა, აწამებდა, თვალს თხრიდა შეგნებულად, მიზანმიმართულად, იმათ გათავისუფლებას, რა თქმა უნდა მხარს არ დავუჭერთ,"-აცხადებს ელისაშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი