ესენი ერთმანეთს წინ არ გაუშვებენ, სულ რომ მშივრები დაიხოცონ და ყოველდღე პანღურები ურტყას უცხოელმა – სოსო მანჯავიძე

26 Apr 2021 17:43

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“როგორც შეუწამლავ და მოუვლელ ვაზს შეეყრება ნაცარი, ჭრაქი, შავი ლაქა, ანთრაქნოზი და სხვა ინფექციები, ისეა ჩვენი საზოგადოება დაავადებული ამპარტავნებით, ეგოიზმით, სხვისი ლანძღვის დაუოკებელი წყურვილით, კერპთაყვანისმცემლობითა და სხვა ვნებებით.


როგორც არ არის განსხვავება ნაცრით თუ ჭრაქით შეჭმულ და დამახინჯებულ ჯიშიან თუ უჯიშო ნაყოფს შორის, ასევე ნაკლები მნიშვნელობა აქვს რომელი გვარის, ერის, თუ კულტურის წარმომადგენელია ბოღმით გატენილი, მლანძღველი, პატივმოყვარეობისგან გონებადაბნელებული ადამიანი.


ლპობას და ავადობას ერთი ფერი, სუნი და გემო აქვს.

მეცინება ხოლმე, როცა გაერთიანებისკენ მოწოდებები მესმის.


როგორ უნდა გაერთიანდნენ, როცა თითოეულს მხოლოდ საკუთარი თავი წარმოუდგენია ბელადად და სხვებს უბრალოდ ითმენს, რადგან მეტი გზა არა აქვს.


ესენი ერთმანეთს წინ არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებენ, სულ რომ მშივრები დაიხოცონ და ყოველდღე პანღურები ურტყას უცხოელმა.


ამ ფეისბუკმა და ლაივებმა ხომ სულ გადარია და გამოიყვანა ჭკუიდან ბევრი.


ზიან და აფრქვევენ ბოღმას და სიძულვილს, სწორედ ამაზეა შეკვეთაც, რასაც ნახვების, გამომწერების და კომენტარების სიმრავლეც მოწმობს.


ავიღოთ ვარლამ გოლეთიანის მაგალითი.


ზოგი ცდილობს უფრო ჭკვიანად წარმოაჩინოს თავი, ავითარებს თეორიებს მისი მართულობისა და მზაკვრული განზრახვების შესახებ და ლანძღავს.


ზოგი ისეთი ეპითეტებით ამკობს და ისე აქებს, რომ ლანძღვა სჯობს.


მერე ეს მლანძღველები და მაქებრები ერთმანეთს ებრძვიან, თანაც ისე, რომ არ აინტერესებთ, რა აზრისაა ასეთი ტიპის ლანძღვაზე და ქებაზე თვითონ ვარლამ გოლეთიანი, რომელიც ასეთ ვითარებაში ინარჩუნებს სიმშვიდეს, ცდილობს არ აყვეს არცერთ ასეთ ავადმყოფურ გამოვლინებას და არ აკარებს ე. წ. პოლიტიკუმს სახალხო პროტესტს.


რაც შეეხება გამოსავალს- ვენახს შეწამლვა სჭირდება, სანამ ავადმყოფობამ ფესვებიც დააზიანა.


ფესვები კი მაინც ჯანმრთელია, ღვთის წყალობით.”


ალია



კომენტარები:

ფართი შოპი