საქმიანობები, რომლებზეც 4-11 მაისს უქმე დღეების შესახებ მთავრობის დადგენილება არ გავრცელდება. დეტალურად

26 Apr 2021 18:05

გამოქვეყნდა ჯანდაცვის, ეკონომიკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანება, რომლითაც იმ მეწარმე-სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალია განსაზღვრული, რომლებზეც 4-11 მაისს უქმე დღეების შესახებ მთავრობის დადგენილება არ გავრცელდება.

ჩამონათვალი ასეთია:

1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები;


2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ Covid-19 მართვის ღონისძიებებს, მათ შორის პრევენციას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობას, დაფინანსების წყაროს მიუხედავად;


3. ფარმაცევტული საქმიანობა;


4. 24-საათიანი ზრუნვის სპეციალიზებული დაწესებულებები და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მობილური ჯგუფები;


5. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;


6. საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები;


7. სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა;


8. სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება;


9. საფოსტო და საკურიერო მომსახურება;


10. წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები;


11. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები;


12. სამაშველო საქმიანობა;


13. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები;


14. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება);


15. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები;


16. მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.

საკოორდინაციო საბჭომ 4-11 მაისი უქმე დღეებად 9 აპრილს გამოაცხადა. ამასთან, საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი