"ყველა შენ გეტრფის ჩემო თბილისო, ქვეყანას შენი ნახვა სწყურია" - ასეთი თბილისი უნდა იყოს" - რატომ გადაწყვიტა მერობის არჩევნებში მონაწილეობა რამიშვილმა?

26 Apr 2021 19:02

მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში აპი­რებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას. ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ის კენ­ჭს და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­და­ტად იყ­რის.


"გა­დავ­წყვი­ტე, თბი­ლი­სის მე­რო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო", - წერს რა­მიშ­ვი­ლი.


რა­ტომ მი­ი­ღო აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ად­ვო­კატ­მა, ამ კი­თხვით AMBEBI.GE-მ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს მი­მარ­თა: .


"სე­რი­ო­ზუ­ლად ვა­პი­რებ კენ­ჭის ყრას იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ დიდი ხა­ნია ვაკ­ვირ­დე­ბი, რა პო­ლი­ტი­კუ­რი უკუს­ვლაა ქვე­ყა­ნა­ში. იმი­ტო­მაც ვა­პი­რებ, რომ ყვე­ლა­ფე­რი სი­ტყვე­ბად რჩე­ბა და საქ­მედ არ იქ­ცე­ვა, რაც ყვე­ლა სი­ტყვას თან უნდა სდევ­დეს. გა­დავ­წყვი­ტე, რომ სურ­ვი­ლი რე­ა­ლო­ბა­ში მო­ვიყ­ვა­ნო და მინ­და, და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში.


რა თქმა უნდა, მაქვს, გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი, იმე­დით ცხოვ­რობს ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი. თბი­ლი­სი უნდა იყოს ის, რაც იყო ყო­ველ­თვის. თბი­ლი­სი არ უნდა იყოს მარ­ტო ის, რომ მე ვიქ­ნე­ბი კარ­გად, მე მი­ყუ­რეთ, რა კარ­გად ვარ და და­ნარ­ჩე­ნე­ბი წყალ­საც წა­უ­ღი­აო.


თბი­ლი­სი იცით, რო­გო­რი უნდა იყოს? "ყვე­ლა შენ გეტ­რფის ჩემო თბი­ლი­სო, ქვე­ყა­ნას შენი ნახ­ვა სწყუ­რია". აი, ასე­თი ყვე­ლას­თვის მო­წყუ­რე­ბუ­ლი უნდა იყოს თბი­ლი­სი, ვისი ნახ­ვაც ყვე­ლას მო­ე­ნატ­რე­ბა. აი, ასე­თი თბი­ლი­სი მინ­და, მზი­ა­ნი თვა­ლე­ბით მო­სი­ა­რუ­ლე თბი­ლი­სე­ლე­ბი მინ­და, და არა დამ­შე­უ­ლი და ნაგ­ვის ბუნ­კერ­ში ჩა­ყუ­დე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბით, პა­რიზს რომ ადა­რე­ბენ ზო­გი­ერ­თე­ბი..".


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი