"ჯერ არ უნდოდა იქ შესვლა, ახლა არ გამოდის...დედამიწა მის გარშემო არ ტრიალებს" - შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე

26 Apr 2021 19:28

"ყვე­ლა­ნა­ი­რი გზა შევ­თა­ვა­ზეთ, რომ ნიკა მე­ლი­ამ და­ტო­ვოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ის არ ტო­ვებს. ჯერ არ უნ­დო­და იქ შეს­ვლა, ახლა არ გა­მო­დის", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.


მი­სი­ვე თქმით, ნიკა მე­ლი­ას გარ­შე­მო "დე­და­მი­წა არ ტრი­ა­ლებს".


"დღეს უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ვი­ცით, რომ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელს უშ­ლიდ­ნენ ნე­ბის­მი­ერ შე­თან­ხმე­ბას. დღეს უკვე პირ­და­პირ ვხე­დავთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვი­სა, რო­გორ ცდი­ლო­ბენ ჩა­შა­ლონ შე­თან­ხმე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა. ყვე­ლა­ნა­ი­რი გზა შევ­თა­ვა­ზეთ, რომ ნიკა მე­ლი­ამ და­ტო­ვოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და ის არ ტო­ვებს. ჯერ არ უნ­დო­და იქ შეს­ვლა, ახლა არ გა­მო­დის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან. ერ­თა­დერ­თი ახ­სნა აქვს, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი მი­ზე­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა უნ­დათ დესტრუქ­ცი­ი­სა და არე­უ­ლო­ბის­თვის.


ამ ამ­ნის­ტი­ის მი­ზა­ნი არ არის ნიკა მე­ლი­ას გა­მოყ­ვა­ნა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან. ეს არ არის მი­ზა­ნი. ეს არის ნა­წი­ლი იმ შე­თან­ხმე­ბი­სა, რო­მელ­საც ჰქვია წინსვლის გზა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. მთა­ვა­რი აზრი არის ის, რომ პარ­ტი­ე­ბი ქიშ­პო­ბი­დან გა­და­ვიდ­ნენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე, არა ნიკა მე­ლი­ას გა­მოყ­ვა­ნა ცი­ხი­დან, არა­მედ 20 ივ­ნის­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა შე­ფა­სე­ბის გვერ­დზე გა­და­დე­ბა და წინ გა­ხედ­ვა. ასე რომ, ნიკა მე­ლი­ას გარ­შე­მო დე­და­მი­წა არ ტრი­ა­ლებს, მათ შო­რის არც ამ შე­თან­ხმე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი