ნამდვილი მთიულური ხინკლის უნიკალური რეცეპტი

26 Apr 2021 19:57

აუცილებლად მიყევით რეცეპტში მოცემულ თანმიმდევრობას.


საჭირო მასალა:


ცომი:


ფქვილი - 1.5  კგ.

წყალი - ცომი უნდა იყოს მაგარი, ამიტომ თავად განსაზღვრეთ

მარილი - ½ ჩაის კოვზი


ფარში:


საქონლის ხორცი  - 700 გრ;

ღორის ხორცი - 600 გრ;

ხახვი - 2 დიდი ზომის;

წიწაკა - 1 ცალი;

წყალი - გასათხელებლად. გული უნდა იყოს ფაფუკი, ძალიან არ გაათხელოთ.


მომზადება:


მოზილეთ ცომი თბილი წყლით და დაუმატეთ მარილი. ცომი დიდხანს ზილეთ, სანამ მაგარ მასას არ მიიღებთ.

ფარშის მოსამზადებლად, წიწაკა დაჭერით წვრილად, დაასხით ერთი ჭიქა წყალი წყალი და დაუმატე მარილი. მიღებული სითხე გააჩერეთ, სანამ არ გათბება. 

შემდეგ დაუმატეთ შერეული დაკეპილი ხორცი, წვრილად დაჭრილი ხახვი, აურიეთ და თუ გული სქელი მოგეჩვენათ, ცოტაოდენი წყალი კიდევ დაუმატეთ.

სანამ გულს მოამზადებთ, ცომი ამ დროს დაასვენეთ. ამიტომ ხინკლის მზადება, ცომით დაიწყეთ.

გააბრტყელეთ ცომი და ამოჭერით წრეებად. წრეები ძალიან თხელ სისქეზე გააბრტყელეთ, ოღონდ შუა ნაწილი ცოტა სქელი დატოვეთ და გარშემო უფრო დაათხელეთ.

ცომის შუაგულში მოათავსეთ გამზადებული ფარში და მოახვიეთ.

თუ გაქვთ საშუალება მოხარშეთ სპილენძის ქვაბში.


გურმანია




კომენტარები:

ფართი შოპი