"ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები... ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ვერ დავიბრუნე ხალისი" - ხიდაშელის ემოციური პოსტი კლინიკიდან

26 Apr 2021 22:44

თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი, რო­მე­ლიც პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი ემო­ცი­ურ პოსტს ავ­რცე­ლებს, სა­დაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე წერს:


"რო­გორ მე­ზა­რე­ბო­და ახალ წელს ნაძ­ვის ხის დად­გმა, ზე­ი­მი, მწვა­ნე-წი­თე­ლი ბრჭყვი­ა­ლი, სან­ტა-კლა­უ­სე­ბი და თოვ­ლის ბა­ბუ­ე­ბი.მა­ინც მო­ვინ­დო­მე, მოვ­რთე და მოვ­კაზ­მე, კო­ვიდ დეპ­რე­სი­ას ბრძო­ლა გა­მო­ვუ­ცხა­დე და ელავ­და და ბზრი­ა­ლებ­და ჩემი სახ­ლი.ჩემს თავს პი­რო­ბა მი­ვე­ცი არ და­ვი­ზა­რებ­დი და არა­ნაკ­ლებ დროს და ენერ­გი­ას მო­ვან­დო­მებ­დი სა­აღ­დგო­მო სამ­ზა­დისს.არ გა­მო­ვი­და ვერ ვას­რუ­ლებ პი­რო­ბას. რამ­დე­ნი რამე გა­მოვ­ტო­ვე ...

- თოვ­ლი თბი­ლის­ში;- გა­ზა­ფხუ­ლის მოს­ვლა;

- ხვალ ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეა და მას­თან არ ვიქ­ნე­ბი;

- ბზო­ბა;

- აღ­დგო­მა.....


ვერ და­ვაღ­წიე თავი სა­ა­ვად­მყო­ფოს, ჟანგბა­დის და ათას­გვარ სხვა აპა­რა­ტებს, წამ­ლებს, ნემ­სებს, გა­დას­ხმებს, უგუ­ნე­ბო­ბას... ვერ და­ვიბ­რუ­ნე ხა­ლი­სი. არა­სო­დეს გა­და­დოთ ზე­ი­მი, მხი­ა­რუ­ლე­ბა, არა­სო­დეს უთხრათ არა კარგ გან­წყო­ბას! სულ მუ­დამ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბელ კლი­შედ მი­მაჩ­ნდა "იცხოვ­რე ყო­ვე­ლი დღე ისე რო­გორც უკა­ნას­კნე­ლი". არ ყო­ფი­ლა კლი­შე, ყვე­ლა­ზე დიდი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ყო­ფი­ლა!


რამ­დე­ნი­მე წლის წინ, 2016-ში დავ­წე­რე სი­ცი­ლი დავ­კარ­გე და სი­ცი­ლის დაბ­რუ­ნე­ბამ­დე გემ­შვი­დო­ბე­ბითთ­ქო. რა უღიმ­ღა­მოდ მო­ჩანს ეხლა მა­შინ­დე­ლი ტრა­გე­დია და დარ­დი, ისიც კი აღარ მახ­სოვს სა­ერ­თოდ რა იყო ის ტრა­გე­დია და დარ­დი. წინ იმ­ხე­ლა გან­საც­დე­ლი მე­ლო­და თურ­მე, ნამ­დვი­ლი გა­მოც­და ნერ­ვებ­ზე, გამ­ძლე­ო­ბა­ზე, მო­ბი­ლი­ზე­ბის უნარ­ზე, ხა­ლი­სის აღ­მო­ჩე­ნა­სა და მოხმო­ბა­ზე და ალ­ბათ მა­ინც ყვე­ლა­ზე მთა­ვარ­ზე შენი დარ­დით და გან­საც­დე­ლით არ და­ტან­ჯო სხვე­ბი...


არ ვიცი რო­გორ ჩა­ვა­ბა­რებ ამ გა­მოც­დას, ჯერ კი­დევ გრძე­ლი გზა მაქვს წინ, მაგ­რამ, ამ­დე­ნი პრობ­ლე­მის, სრულ სა­გი­ჟეთ­ში ცხოვ­რე­ბის, ირ­გვლივ უდი­დე­სი გა­ჭირ­ვე­ბი­სა და დეპ­რე­სი­ის ფონ­ზე, ყო­ველ­დღი­უ­ლად ამ­დენ ადა­მი­ანს რომ ვახ­სენ­დე­ბი, მკი­თხუ­ლობს, წარ­მო­უდ­გე­ნელ სიყ­ვა­რულს და ენერ­გი­ას მიგ­ზავ­ნის, უკვე ზუს­ტად ვიცი რომ სამი თვის შემ­დეგ იქ­ნე­ბა თუ ექ­ვსი თვის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად ფეხ­ზე დავ­დგე­ბი და იმა­ზე უფრო რკი­ნის ვიქ­ნე­ბი ვიდ­რე მა­ნამ­დე ჩემი, შენი, ჩვე­ნი უკე­თე­სი ყო­ფის­თვის.


PS აქვე ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში ყვე­ლას რო­დე­საც უცებ ვერ გპა­სუ­ხობთ, ერთი მხრივ ძა­ლი­ან სუს­ტად ვარ, უამ­რავ პრო­ცე­დუ­რას მი­ტა­რე­ბენ, და თუ პრო­ცე­დუ­რებ­ზე არ ვარ ისე­თი დაღ­ლი­ლი ვარ პრაქ­ტი­კუ­ლად სულ მძი­ნავს და ამა­სო­ბა­ში გა­დის დღე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მინ­და ყვე­ლას მო­გე­ფე­როთ და მად­ლო­ბა გი­თხრათ ამას, რო­გორც ჩანს, ხში­რად ვერ ვა­ხერ­ხებ" - წერს ხი­და­შე­ლი.


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი