თავდაცვის მინისტრმა კრწანისში განახლებული ინფრასტრუქტურა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

27 Apr 2021 12:24

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წვრთნებისა და განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ განახლებული ინფრასტრუქტურა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. მათ ცენტრის ტერიტორიაზე ახლადაშენებული სასადილო მოინახულეს და სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის ახალ შენობაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა განახლებული საერთო-საჯარისო ცენტრის განახლებული ბაზაც დაათვალიერეს.


ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში განახლებულ შენობებში მოეწყო უახლესი სანტექნიკით აღჭურვილი სველი წერტილები, დამონტაჟდა კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, სრულად გარემონტდა საცხოვრებელი ოთახები, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია და მოპირკეთდა ფასადები. ტერიტორიაზე დასრულდა საკანალიზაციო და წყლის ცენტრალური მაგისტრალების გაყვანა, დაიგო ბეტონის შიდა გზები, აშენდა თანამედროვე სტანდარტის ორი მულტიფუნქციური სტადიონი, მოეწყო საპარკინგე სივრცე და დამონტაჟდა გარე განათების სისტემები. ცენტრი აღჭურვილია ნატოს სტანდარტების შესაბამისი ახალი შესაძლებლობებით, რაც გულისხმობს სასწავლო პროგრამების ერთ სივრცეში განთავსებას, პარალელურ რეჟიმში უფრო მეტი სასწავლო პროგრამის ჩატარების საშუალებას და რეკრეაციულ სივრცეებში (საკონფერენციო დარბაზი, საგამოცდო სივრცე, ბიბლიოთეკა, ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო და გასართობი დარბაზები, ორი სპორტული მოედანი) ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას.




კომენტარები:

ფართი შოპი