არჩილ თალაკვაძე: კახა კუჭავა საუკეთესოდ გაუძღვება საქართველოს პარლამენტის მუშაობას, მით უმეტეს, ახლა, როდესაც წინ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დებატები გველის

27 Apr 2021 15:27

„კახა კუჭავა არის პროგრესული ადამიანი, ვისაც კარგი განათლება აქვს მიღებული, ძალიან მოტივირებულია და ვფიქრობ, ის მზად არის და საუკეთესოდ გაუძღვება საქართველოს პარლამენტის მუშაობას, მით უმეტეს, ახლა, როდესაც წინ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დებატები გველის პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძემ კახა კუჭავას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, რაშიც საზოგადოება უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ დარწმუნდება.


„კახა კუჭავას აქვს კარგი გამოცდილება, როგორც საარჩევნო პროცესში მონაწილეობის, ასევე, ის არის ძალიან კვალიფიციური, პროფესიონალი იურისტი, საერთაშორისო მიმართულებით იყო აქტიურად ჩართული და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველოს პარლამენტის შემდგომ საქმიანობაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სწორად, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები, საზოგადოება ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდება უახლოეს მომავალში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი