გიგი უგულავა: ვანურად და ხონურად რომ ვთქვა, გავატყავებ ჭიჭინაძეს როგორც რწყილს და არ გავატან ქონს!

30 Apr 2018 04:54

გიგი უგულავა, ვანის და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანფდიდატი:


_მთელ რიგ სოფლებში ჩვენ გავიმარჯვეთ და სამწუხაროდ, ქალაქებში, სადაც ქართული ოცნების ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული ძირითადადათ ამათ ხარჯზე ახდენს უკვე მერამდენე წელია ქართული ოცნება არჩევნებში მანიპულირებას. ამას ემატება ძალიან სამწუხარო და საგანგაშო რამ, რომ ბოლო ორ დღეში ჩამოდის ძალიან ბევრი შავი ჯიპი ძალიან ბევრი ფულით და ხდება ყველაზე ამაზრზენი რამ  - მანიპულირება ყველაზე უფრო გაღატაკებული მოსახლეობით... ძალიან მისასალმებელია ის, რომ ჩვენ მაგალითად ვანში ორჯერ უფრო მეტი ხმა ავიღეთ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. გაუმჯობესებულია ჩვენი მონაცემები ასევე ხონშიც. ამასთანავე, როგორც ჩანს, ხვალიდან ბატონი ჭიჭინაძე იქნება დეპუტატი ვანისა და ხონის მაჟრიტარული ოლქიდან. მე პირადი პასუხისმგებლობა ავიღე ამ ორ რაიონზე. ამიტომ მას ვაძლევ პირობას, რომ ეს ორი დარჩენილი წელიწადი ის არ იჯდება პენსიაზე. მას მოუწევს ვანელ და ხონელ პენსიონერებზე ზრუნვა. მას მოუწევს აქაური სოციალურად დაუცველი მოსახლეობაზე ზრუნვა. ის ვერ იქნება ფორმალური მაჟორიტარი, როგორიც ჰყავს დანარჩენ რაიონებს. ვანურად და ხონურად რომ ვთქვა, გავატყავებ მას როგორც რწყილს და არ გავატან ქონს.


კომენტარები:

ფართი შოპი