რისი გეგმა არ აქვს ღარიბაშვილს? – “რამდენადაც მას ვიცნობ, არც შეიძლება რომ ჰქონდეს” – გია ხუხაშვილი

27 Apr 2021 18:37

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრანიუსთან” ამბობს:


პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ქვეყნის განახლების მასშტაბური გეგმა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ თურმე, უნდა შეარემონტონ მუნიციპალური შენობები რაღაც გაუგებარი, ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა აღადგინონ, თურმე, 63 მუნიციპალიტეტში და რაღაც ასე რელაქსაციის საშუალებები უნდა გაზარდონ, დასაქმებულ ქვეყანაში ხომ სჭირდებათ მთელი კვირის მუშაობის მერე მშრომელებს სადღაც დასვენება და ამისთვის მაქსიმალური კომფორტი უნდა შეუქმნან.


მაშინ, როდესაც ქვეყანა დგას ამ ტიპის გამოწვევების წინაშე, სწორად უნდა იქნეს დაგეგმილი პრიორიტეტები, ეს პრიორიტეტი უნდა იყოს სოციალური სფერო და თუ მაინცდამაინც ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობთ, ეს ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გზები და კომუნიკაციები, ხო? წყლის, გაზის, თუ ა.შ. რასაც პირდაპირი სიკეთე მოაქვს. 

ჩვენ გამოგვიცხადეს “პოტიომკინის სოფლის” მშენებლობის გეგმა, რაც მთავარია, ამას ქვეყნის განახლების გეგმა დაარქვეს, თურმე, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციების შენობებს რომ შეღებავენ სხვადასხვა ფერებში, ეს ყოფილა, ქვეყნის განახლება. 

ეს არის კლასიკური “პოტიომკინის სოფლის” მშენებლობა, რაც სრულიადაც არ მიკვირს ბატონი ღარიბაშვილისგან, რადგან რეალური განახლების, რეალური კეთილდღეობის, რეალური თავისუფლების მოტანის გეგმა მას, რა თქმა უნდა არა აქვს და არც შეიძლება რომ ჰქონდეს, რამდენადაც მე მას ვიცნობ.





კომენტარები:

ფართი შოპი