კახა კუჭავა - არა მარტო ნიკა მელია, არამედ ყველა იხდის გირაოს, ვისაც სურვილი აქვს, რომ საპყრობილე დატოვოს

27 Apr 2021 18:48

არა მარტო ნიკა მელია, არამედ ყველა იხდის გირაოს, ვისაც სურვილი აქვს, რომ საპყრობილე დატოვოს, - ამის შესახებ პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.


კუჭავამ იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.


„ეს იურიდიული პროცედურული ნაწილია და არა მარტო ნიკა მელია, არამედ ყველა იხდის გირაოს, ვისაც სურვილი აქვს, რომ საპყრობილე დატოვოს. ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონპროექტი, რომელიც დარეგისტრირდება, რომელიც ამ პარლამენტმა უნდა მიიღოს - ამნისტიის კანონს ვგულისხმობ. დიდი იმედი მაქვს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მოხდება და ერთიანი დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი და დარეგისტრირებული“, - განაცხადა კუჭავამ.




კომენტარები:

ფართი შოპი