გლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 კორპუსის მიდებარედ სკვერი და მინი სპორტული მოედანი ეწყობა

27 Apr 2021 19:18

გლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე საზოგადოებრივი სკვერი და მინი სპორტული მოედანი ეწყობა.


სამუშაოების შედეგად, დასასვენებელი სივრცე, სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონა გაკეთდება. დამონტაჟდება ღია სივრცის ტენისის მაგიდა, სასმელი წყლის სოკო და საქანელა სკამები, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება. აქვე მოეწყობა გარე განათების სისტემა და დაიგება ბალახი. სამუშაოებისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან 269 999 ლარი არის გათვალისწინებული.


აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ძველი სპორტული მოედანი წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო, რის გამოც ვერ ხორციელდებოდა მისი რეაბილიტაცია. ადგილმონაცვლეობის შედეგად, ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადაეცა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეთანხმებით, გაკეთდა პროექტი და ახლა, გლდანის გამგეობა სკვერსა და მინი სპორტულ მოედანს აწყობს. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას როგორც სპორტული, ასევე, სარეკრეაციო სივრცე ექნება.


სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად გაეცნო.




კომენტარები:

ფართი შოპი