გიორგი ვაშაძე - გილოცავთ, საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია - რაზეც შევთანხმდით სრულდება, მე მგონი, ქვეყანაში ახალი კულტურა ყალიბდება

27 Apr 2021 20:30

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს! საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია - რაზეც შევთანხმდით სრულდება, მე მგონი, ქვეყანაში ახალი კულტურა ყალიბდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, ჯერჯერობით ორივე მხარე საკუთარი ვალდებულების შესრულებას უჩვენებს.


„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დამარცხებული დღევანდელ დღეს არავინ არ ჰყავს, როგორც დამარცხებული არ ჰყავდათ, საქართველოს შეთანხმების დღეს. რატომ?! იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაზეც შევთანხმდით სრულდება, მე მგონი, ახალი კულტურა ყალიბდება. ჯერჯერობით ორივე მხარე საკუთარი ვალდებულების შესრულებას უჩვენებს. იმედი მაქვს, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ ყველაფერს“, - განაცხადა ვაშაძემ.


ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.




კომენტარები:

ფართი შოპი