გიორგი რურუა - მე რომ ნიკა მელიას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი

27 Apr 2021 21:30

მე რომ ნიკა მელიას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი. მე მესმის ნიკასი, - ამის შესახებ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილე გიორგი რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც გიორგი რურუა განმარტავს, ნიკა მელია მართალია.


„მე ნიკას პირველივე დღეს შევუთვალე ჩემი აზრი, ამას ჩემთვის დავიტოვებ. მე რომ ნიკას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი. მე მესმის ნიკასი, ის არის მართალი“,-აცხადებს რურუა.


ცნობისთვის, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მედიატორების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო. დღეს ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც მედიატორის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში დარეგისტრირდა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა.




კომენტარები:

ფართი შოპი