“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია “ტვ პირველთან” ინტერვიუში გირაოსა და ამნისტიის საკითხზე საუბრობს და განმარტავს, რატომ არ თანხმდებოდა გირაოს და რატომ არ სურს ამნისტიის კანონის ინიცირება:
“პირველად მეძლევა შესაძლებლობა რომ ავხსნა, მე როდესაც შემომთავაზეს ევროკავშირის გირაოზე თანხმობის მიცემა, ეს გულისმხობდა კომბინაციაში ამნისტიაზეც თანხმობას, მე რომ შემომთავაზეს ხელმოწერიდან მეორე დღეს ანუ 20 აპრილს როცა ჯერ კიდევ შარლ მიშელი აქ იყო ევროკავშირის გირაოსო ჩაგირიცხავთო, ჩემგან ითხოვდნენ რომ გირაოზეც დავთანხმებულიყავი და ამნისტიაზე.
მე გირაოს ჩარიცხვაზე წინადადება მივიღე 20 აპრილს, ეს გულისმხობდა კომბინაციაში ამნისტიასაც და გირაოსაც, რას მეუბებიან ის ხალხი ესეიგი გირაოს ჩარიცხვასაც დავთანხმებულიყავი და ამნისტიასაც? და პასუხისმგებლობა ამეღო მოძალადეების გათავისუფლებაზე? ეს იყო შემოთავაზება”
ალია