კახა კუჭავა პატრიარქს შეხვდა

27 Apr 2021 23:33

საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე, კახაბერ (კახა) კუჭავა ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.


მათი ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე დალოცა და ქვეყნის სასიკეთოდ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.


„შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო; კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე დალოცა და ქვეყნის სასიკეთოდ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა“,-აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




კომენტარები:

ფართი შოპი