როგორ შევარჩიოთ კვერცხი სწორად და რა პირობებში შევინახოთ, რომ დიდხანს გაძლოს – საჭირო რჩევები სააღდგომოდ

28 Apr 2021 11:28

რამ­დე­ნი­მე დღე­ში აღ­დგო­მაა, დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია შე­ღე­ბი­ლი კვერ­ცხის გა­რე­შე.


რა უნდა ვი­ცო­დეთ კვერ­ცხის შე­სა­ხებ? რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა ეს პრო­დუქ­ტი და რა ად­გი­ლი უნდა ეკა­ვოს ჩვენს რა­ცი­ონ­ში? რო­გორ გა­ვარ­ჩი­ოთ ახა­ლია თუ არა კვერ­ცხი და რას უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ყიდ­ვი­სას? რო­გორ ავარ­ჩი­ოთ სა­აღ­დგო­მოდ მა­გა­რი კვერ­ცხი, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად შე­ი­ღე­ბე­ბა – “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია” გას­წავ­ლით ყვე­ლა­ფერს, რაც ამ პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ უნდა იცო­დეთ.


კვერ­ცხი შე­ი­ცავს ცი­ლას, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვის­თვის, არის D ვი­ტა­მი­ნის წყა­რო, შე­ი­ცავს B ჯგუ­ფის ელე­მენ­ტებს. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი­სა, კვერ­ცხი ალერ­გი­უ­ლი პრო­დუქ­ტია, ამი­ტომ სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნაა სა­ჭი­რო, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ბავ­შვს პირ­ვე­ლად აძ­ლევთ მას.


1 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში კვერ­ცხის ცი­ლის მი­წო­დე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ ვი­წყებთ კვერ­ცხის გუ­ლის მი­ცე­მით. სა­დღაც 8-9 თვემ­დე შე­იძ­ლე­ბა ჭა­მოს ნა­ხე­ვა­რი კვერ­ცხის გული კვი­რა­ში 2-3ჯერ. კვერ­ცხის გულ­ზე ალერ­გია იშ­ვი­ა­თია, უფრო ალერ­გია ცი­ლა­ზე ვი­თარ­დე­ბა.

რა არის კვერ­ცხში ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე


კვერ­ცხში ყვე­ლა­ზე დიდ საფრ­თხეს სალ­მო­ნე­ლა წარ­მო­ად­გენს, სალ­მო­ნე­ლა შე­იძ­ლე­ბა საკ­ვე­ბი­დან და­ე­მარ­თოს ქა­თამს და შემ­დეგ მის და­დე­ბულ კვერ­ცხშიც აღ­მოჩ­ნდეს. ასე­თი კვერ­ცხის მი­ღე­ბამ კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ისე­თი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა, რო­გო­რიც სალ­მო­ნე­ლო­ზია.


თუ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არ ხართ, რომ თქვენს მიერ ნა­ყი­დი კვერ­ცხი შე­მოწ­მე­ბუ­ლია სალ­მო­ნე­ლა­ზე, უნდა იცო­დეთ კვერ­ცხის სწო­რად მომ­ზა­დე­ბა. არ მი­ირ­თვათ უმი კვერ­ცხი, ან უმი კვერ­ცხით მომ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, სალ­მო­ნე­ლა 100 გრა­დუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე 3 წუთ­ში იღუ­პე­ბა, ამი­ტომ კარ­გად შეწ­ვით და მო­ხარ­შეთ კვერ­ცხი, არ მი­ირ­თვათ ის თოხ­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ეს რჩე­ვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლის კვერ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში.

  • არის თუ არა სხვა­ო­ბა თეთრ კვერ­ცხსა და მუქი ფე­რის კვერ­ცხს შო­რის?


სარ­გებ­ლო­ბის მხრივ არა­ნა­ი­რი, კვერ­ცხის ფერი ქათ­მის ჯიშ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ის არ გა­მო­ხა­ტავს კვერ­ცხის და­დე­ბით თვი­სე­ბებს, თუმ­ცა არის ერთი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რამ: მალე აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლია და წი­ნა­სა­აღ­დგო­მოდ თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­ში ღე­ბა­ვენ კვერ­ცხს, მუქი ფე­რის კვერ­ცხი კი უკე­თე­სად იღე­ბე­ბა, რაც მთა­ვა­რია მისი ნა­ჭუ­ჭი გა­ცი­ლე­ბით მა­გა­რია და ასე­თი კვერ­ცხი უფრო დიდ­ხანს ინა­ხე­ბა.

  • და­დე­ბი­დან რამ­დე­ნი ხანი ინარ­ჩუ­ნებს კვერ­ცხი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს?


ბუ­ნებ­რი­ვია, რაც უფრო ახა­ლია კვერ­ცხი, მით უფრო მეტი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით არის მას­ში სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, და­დე­ბი­დან 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კვერ­ცხს მთლი­ა­ნად აქვს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა თვი­სე­ბა, რაც და­დე­ბი­სას აქვს, 7 დღის შემ­დეგ კი ნელ­ნე­ლა იწყებს ამ თვი­სე­ბე­ბის და­კარ­გვას. ქათ­მის კვერ­ცხის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა მაქ­სი­მუმ 25 დღეა იხი­ლეთ ვი­დეო

  • სოფ­ლის თუ მა­ღა­ზი­ის?


არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ სოფ­ლის კვერ­ცხი გა­ცი­ლე­ბით სა­სარ­გებ­ლოა, ვიდ­რე ფერ­მის, რო­მელ­საც მა­ღა­ზი­ა­ში ვყი­დუ­ლობთ, სი­ნამ­დვი­ლე­ში მათ შო­რის სარ­გებ­ლო­ბის მხრივ სხვა­ო­ბა არ არის. ფერ­მის და სახ­ლის ქა­თა­მი, რო­მე­ლიც ჯან­საღ საკ­ვებს იღებს, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში კარგ და ჯან­საღ კვერ­ცხს და­დებს.


თუ არ ენ­დო­ბით მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნილ კვერ­ცხზე მი­თი­თე­ბულ ვა­დას, ან თუ ყი­დუ­ლობთ სოფ­ლის კვერ­ცხს, რო­მელ­ზეც სა­ერ­თოდ არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, გას­წავ­ლით, რო­გორ მიხ­ვდეთ ახა­ლია თუ არა კვერ­ცხი:

  • აი­ღეთ კვერ­ცხი და გა­ა­მოძ­რა­ვეთ ის. თუ მას­ში მოძ­რა­ო­ბას იგ­რძნობთ, კვერ­ცხი ძვე­ლია, რად­გან რაც მეტი დრო გა­დის კვერ­ცხის და­დე­ბი­დან, მას­ში ჰა­ე­რი წარ­მო­იქ­მნე­ბა, რომ­ლის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, გა­ქა­ნე­ბი­სას მოძ­რა­ო­ბა იგ­რძნო­ბა.
  • აი­ღეთ კვერ­ცხი და გა­ხე­დეთ შუქ­ზე, ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გამჭვირ­ვა­ლე, უფრო მეტი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის, შე­გიძ­ლი­ათ ქა­ღალ­დი და­გორ­გლოთ, ასე უფრო მარ­ტი­ვია კვერ­ცხის გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბის დად­გე­ნა.
  • ძვე­ლი კვერ­ცხი პრი­ა­ლებს, ამი­თომ კარ­გად და­აკ­ვირ­დით ყიდ­ვი­სას, ის უნდა იყოს აი ასე­თი მშრა­ლი, ერ­თგვა­რო­ვა­ნი და არა ასე­თი პრი­ა­ლა.
  • უკვე ნა­ყი­დი და სახ­ლში მო­ტა­ნი­ლი კვერ­ცხი შე­გიძ­ლი­ათ შემ­დეგ­ნა­ი­რად შა­მოწ­მოთ, კარ­გი კვერ­ცხი წყალ­ში ჩაგ­დე­ბი­სას მო­მენ­ტა­ლუ­რად ჩა­ი­ძი­რე­ბა, შე­და­რე­ბით ძვე­ლი ნელ­ნე­ლა ჩა­ი­ძი­რე­ბა, ძა­ლი­ან ძვე­ლი კი აი ასე იტივ­ტი­ვებს წყლის ზე­და­პირ­ზე.
  • კვერ­ცხის სი­ახ­ლის დად­გე­ნა მისი შიგ­თავ­სის მი­ხედ­ვი­თაც შეგ­ვიძ­ლია, გა­ტე­ხეთ კვერ­ცხი და ნა­ხეთ, რაც უფრო შეკ­რუ­ლია ცილა, კვერ­ცხი ახა­ლია, თუ ცილა წყა­ლი­ვით გა­ი­შა­ლა თეფ­შზე, მისი და­დე­ბი­დან დიდი დროა გა­სუ­ლი.
  • ჩვენ ასე­ვე გას­წავ­ლით მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორ მიხ­ვდეთ ახა­ლია თუ არა ის. უბ­რა­ლოდ გა­ჭე­რით კვერ­ცხი შუ­ა­ზე, თუ კვერ­ცხის გული ცენ­ტრშია, პრო­დუქ­ტი ახა­ლია, რად­გან მკვრი­ვი ცილა, ხარ­შვი­სას გულს არ გა­უშ­ვებს ნა­ჭუ­ჭის­კენ, მი­უ­ხე­და­ვად კვერ­ცხის მდე­ბა­რე­ო­ბი­სა ხარ­შვი­სას. ყვე­ლა ეს რჩე­ვა ეხე­ბა, რო­გორც ქათ­მის ასე­ვე მწყრის კვერ­ცხებ­საც.


მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე ალ­ბათ შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ სხვა­დას­ხვა შე­ფუთ­ვის და წარ­მო­ე­ბის კვერ­ცხებ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ე­ბი. ნული, პირ­ვე­ლი, მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ის კვერ­ცხე­ბი. მათ შო­რის სხვა­ო­ბა მხო­ლოდ ზო­მა­ში და ფას­შია – ნული კა­ტე­გო­რი­ის კვერ­ცხი ყვე­ლა­ზე დი­დია და შე­სა­ბა­მი­სად უფრო ძვი­რიც ღირს, თუმ­ცა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, კვერ­ცხის ზო­მას ქა­თა­მი გან­სა­ზღვრავს, დიდ კვერცს, შე­და­რე­ბით დიდი ზო­მი­სა და ასა­კის ქა­თა­მი დებს, ამი­ტომ ყიდ­ვი­სას არ­ჩე­ვა­ნი სა­შუ­ა­ლო ზო­მის კვერ­ცხზე გა­ა­კე­თეთ, ის შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რდა ქათ­მის და­დე­ბუ­ლია და ასე­თი კვერ­ცხი მეტ ხან­საც ინა­ხე­ბა.


კვერ­ცხის შე­ნახ­ვი­სას კი­დევ ერთი რჩე­ვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, კონ­ტე­ი­ნერ­ში მო­ა­თავ­სეთ ის ცხვი­რით ქვე­მოთ, ასე კვერ­ცხი მეტ­ხანს გაძ­ლებს.


წყარო : ambebi.ge




კომენტარები:

ფართი შოპი