არის, თუ არა, გაბრაზებული ნიკა მელია სალომე სამადაშვილზე და რა მთავარი გზავნილი დააბარა მას ციხიდან

28 Apr 2021 17:54

დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხეში მოინახულა. 


როგორც შეხვედრის შემდეგ სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მელიას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.


სალომე სამადაშვილი:

“ნიკა არის ძალიან მხნედ. არის ძალიან კმაყოფილი იმით, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა. მას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა. მასთან ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეთანხმების გამოყენება ყველაზე უფრო პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. ნიკას მთავარი გზავნილი ვფიქრობ არის ის, რომ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”


ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ენმ-ის თავმჯდომარე მასზე გაბრაზებული, სამადაშვილი ამბობს, რომ მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეა და ნიკა მელიამ ეს კარგად იცის.


“ნიკამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე იყო როგორც ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე ის, თუ როგორ ვაფასებ მე ამ ვითარებიდან გამოსავლის საუკეთესო გზას. ეს შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს მისას”, – განაცხადა სამადაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი