გამრეკელაშვილის მამა: ბავშვს უთქვამს, ვეფხვია ბაქრაძემ დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო

01 May 2018 14:32

25 წლის თამარ გამრეკელაშვილს 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზეს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, მამინაცვალმა ყელი გამოჭრა. თამარ გამრეკელაშვილის მამის თქმით, მკვლელობაში ბრალდებულმა ვეფხვია ბაქრაძემ მკვლელობაში მონაწილეობა მოკლულის ერთ-ერთ შვილსაც მიაღებინა.


„ ამ საღამოს გავიგე, რომ ბავშვს უთქვამს, დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო. ამის ირგვლივ მსჯელობას ბავშვებთან გაურბის ჩვენი ოჯახი და ჯერჯერობით ბევრი რამ დასადგენია. ეს დამნაშავე რა კუთხით შეეცდება გადარჩენას, თავის დაცვას, საინტერესო არაა“- აღნიშნა ზვიად გამრეკელაშვილმა.

 

25 წლის თამარ გამრეკელაშვილს 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზეს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, მამინაცვალმა ყელი გამოჭრა. 


კომენტარები:

ფართი შოპი