იუსტიციის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

28 Apr 2021 20:17

 ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი ხარისხი, სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდა, ელექტრონული და მობილური მომსახურების განვითარებით - იუსტიციის მინისტრმა საფრანგეთის ელჩს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.


რატი ბრეგაძემ და დიეგო კოლასმა იუსტიციის სფეროში საფრანგეთისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

იუსტიციის მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის და საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერაში.




კომენტარები:

ფართი შოპი