ეკატერინე ტიკარაძე: ზოგიერთ ექიმს ანაზღაურება თვეში აქვს 300 ლარი, ზოგიერთს 120 ათასი, დამეთანხმებით, რომ ეს არის უსამართლო

28 Apr 2021 20:53

ზოგიერთ ექიმს ანაზღაურება თვეში აქვს 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს 120 ათასი ლარი. თქვენც დამემოწმებით, რომ ეს არის უსამართლო, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.


როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ანაზღაურება არ ეფუძნება მხოლოდ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს.


„ვთვლი, რომ ექიმების ხელფასი უნდა იყოს გაცხადებული, რადგან ალბათ ამის ვალდებულებაც მაქვს. ჩვენი ექიმების ანაზღაურება არის რადიკალურად ასიმეტრიული და თანხები, რომლესაც დავასახელებ არ შემეშლება. ზოგიერთ ექიმს ანაზღაურება თვეში აქვს 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს 120 ათასი ლარი. თქვენც დამემოწმებით, რომ ეს არის უსამართლო, ეს არ არის მხოლოდ ექიმის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობილი. ვთვლი, რომ ეს გარემო არის ყურადღებამისაქცევი და შესაბამისი ღონისძიებები არის გასატარებელი, რათა 300-ლარიან ექიმსაც აქვს უფლება ხალათი, რომელიც აცვია, ღირსეულად ეცვას, იყოს ისევე დაფასებული, როგორც ის ექიმი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს პირობებში სრულიად სამართლიანად აქვს თვეში 120 ათასლარიანი შემოსავალი“, - განაცხადა ტიკარაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი