არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ძალიან ცუდად წაადო - ეს არის „ნაცმოძრაობის“ წაგებული თამაში, რომელშიც მთავარ როლს ნიკა მელია თამაშობს

28 Apr 2021 21:01

დღეს პოლიტიკური უსინდისობის რეკორდი დაამყარეს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ოპოზიციონერ კოლეგებს გინებით და შეურაცხყოფით დახვდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.


მისი შეფასებით, დღეს პარტიები დარწმუნდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელი წესებით თამაშობს.


„დღესაც ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტისისტემური პოლიტიკური პარტია. ვგულისმობ იმას, რომ ის დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ არის მიმართული. კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი დნმ, გენეტიკური კოდი არის დესტაბილიზაცია, არეულობა და სწორედ ამის თავისმოხვევას ცდილობდენ ისინი სხვა ოპოზიციაზე. კარგია, რმ ოპოზიციაში გამოჩნდნენ ლიდერები, ვინც ამ პროცესისგან თავი დაიხსნეს. თავისი დღის წესრიგი ჩამოაყალიბეს, რომელსაც ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ, პარლამენტთან გინებით და შეურაცხყოფით დახვდა. ეს ის მეთოდებია, რომლითაც თავის დროზე ზეწოლას ჩვენზე ცდილობდნენ, თუმცა არ გამოუვიდათ, როგორ გამოუვიდოდათ?! დღეს პოლიტიკური უსინდისობის რეკორდი დაამყარეს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ოპოზიციონერ კოლეგებს გინებით და შეურაცხყოფით დახვდა. ეს არის ზუსტად ის გამონათქვამი „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“. სამწუხაროდ, ის პარტიები, რომლებიც ამ რადიკალიზმში ადრე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მონაწილეობდნენ, დღეს თავად დარწმუნდნენ, რომ ისინი მიუღებელი წესებით თამაშობენ. ამიტომ, როცა მოედანზე წესებს უხეშად არღვევ, ნახავთ, რომ ძალიან მალე „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ შედეგს მიიღებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.


მისი თქმით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წაგებული თამაში, რომელშიც მთავარ როლს ნიკა მელია თამაშობს.


„მას შემდეგ, რაც ფიასკოთი დაასრულეს პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი და მათი ხელოვნური კრიზისი, დესტრუქციული გეგმა გაკოტრდა ოფიციალურად, მათ აქვთ რამდენიმე წაგებული თამაში, წაგებული სცენარი და შეუძლიათ აქედან ერთ-ერთი აირჩიონ. ერთი, უკვე ხედავთ, რაც ხდება - ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერენ“ და ამას ძალიან პრინციპულად ამბობდა, ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში მას შემდეგ, რაც ევროკავშირი გამოვიდა და თქვა, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გადაგიხდით ამ გირაოს, ამ პრინციპული განცხადების შემდეგ, მან თქვა, მზად ვარ გირაო მივიღოოო, ჯერ თქვა, რომ თავდებში თუ დამიდგებიან ევროპარლამენტარებიო და ნახა, რომ იქედან გამოხმაურება არ იყო. მერე თქვა, რომ ევროკავშირის გირაოს დავთანხმდები, თუ პარლამენტი ამნისტიას არ მიიღებსო ანუ, თუ ამ შეთანხმებას დაარვევთ, მზად ვარ, გამოვიდეო. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წაგებული თამაში, მელიაა მთავარ როლში.


მეორე სცენარია ის, რომ „ნაციოანური მოძრაობა“ არ ჩაერთვება საპარლამენტო პროცესში. ესეც კიდევ უარესად წაგებული თამაშია და უარესად გაკოტრდებიან“,-განაცხადა თალაკვაძემ.


მან მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მან „კიდევ ერთხელ, ძალიან ცუდად წააგო“.


მიხეილ სააკაშვილი მიხვდა, რომ ბოკოტის, ქუჩაში ყოფნის დესტრუქციული გეგმა გაკოტრდა, ხალხის მხარდაჭერა დაკარგა, თუმცა თავიდანვე არ ჰქონდა დიდი მხარდაჭერა. ნახა, რომ თუ არ შევა პარლამენტში, ის თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ უფრო მძიმე შედეგით დასრულებს. ამას მეტი ახსნა, უბრალოდ არ აქვს“,-განაცხადა თალაკვაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი