"ქმარი მყავს, ბავშვი, სადილს ვაკეთებ, ვმუშაობ. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? დამაბრუნეთ უკან" - ნუკი კოშკელიშვილი

28 Apr 2021 22:36

ტელესახე და ინფლუენსერი ნუკი კოშკელიშვილი "ინსტაგრამის" გამომწერებს საკუთარ ემოციებს და აზრებს ხშირად უზიარებს. მან ამჯერად დროის სწრაფად სვლასა და ასაკის მატებას მიუძღვნა პოსტი.


"ქლოი კარდაშიანმა რომ ძალიან დაფოტოშოპებული ფოტო დადო და ყველა აკრიფიკებდა აი ეგეთი ფოტოა... რაღაცის დაწერა მინდოდა და სხვა ფოტო ვერ ვიპოვე, მაპატიეთ.


ფეისბუკზე ვსქროლავდი და ამომიგდო ხან ბავშობის მეგობარი ხან კურსელი, ხან კლასელი დიდი ხანი რომ არ მინახავს. ბევრი თითქოს საერთოდ არ შეცვლილა, ზოგი ძალიან შეიცვალა. 

სხვათაშორის ყველა არაჩვეულებრივად გამოიყურება, მაგრამ!!! ყველა ქალია და ყველა კაცია!! აი ბავშობაში თქვენობით რომ მივმართავდი ეგეთი ქალები და კაცები, დიდები არიან!!!! ამ დროს ვხვდები რომ მეც დიდი ვარ!!! 

არა და გულში ისევ 19 წლის ვარ, მგონია რომ გარედანაც 19 წლის ვარ, არა და არ ვარ!!! ქმარი მყავს, ბავშვი, სადილს ვაკეთებ, ვმუშაობ. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? სად წავიდა წლები როგორ გავხდი 30 წლის, გუშინ დავამთავრე სკოლა? დამაბრუნეთ უკან.





კომენტარები:

ფართი შოპი