"საკმარისია! ძალიან შორს წახვედით უკვე! ძალიან ზედმეტებში!"

29 Apr 2021 11:41

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, თინა ხი­და­შე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს ეხ­მა­უ­რე­ბა და 2011 წლის 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებს იხ­სე­ნებს. თინა ხი­და­შე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ წარ­სუ­ლის­კენ თი­თის გაშ­ვე­რის დრო დას­რულ­და.


"ტრა­გე­დი­ე­ბი ერ­თმა­ნეთს არ დარ­დე­ბა - არც სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხე­ლით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აქვს ახ­სნა და გა­მარ­თლე­ბა.


- პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ყვე­ლას ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ბა­მი­სად უნდა მო­ე­თხო­ვოს.


- მჯე­რა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი მა­ინც რო­მე­ლიც დღეს ამ­ბობს, ჯა­ლა­თებს ამ­ნის­ტია არ უნდა შე­ე­ხოს - გულ­წრფე­ლია ემო­ცი­ებ­შიც და გან­ზრა­ხუ­ლო­ბა­შიც.


- მათ შო­რის, წარ­მო­იდ­გი­ნეთ და 26 მა­ისს ორი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დამ­ტო­ვებ­ლე­ბის დღე­ვან­დე­ლი წუ­ხი­ლის გულ­წრფე­ლო­ბი­საც კი მჯე­რა...


- მაგ­რამ - აი, ეს "მაგ­რამ" - სულ იქ­ნე­ბა. მგო­ნი საკ­მა­რი­სია გაშ­ვე­რი­ლი თითი, 26 მა­ისს ფარ­დულ­ზე ორი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დამ­ტო­ვე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის, მი­ნის­ტრე­ბის, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბის და გულ­მხურ­ვა­ლე "ნა­ცე­ბის­გან!


- საკ­მა­რი­სია!


- ძა­ლი­ან შორს წახ­ვე­დით უკვე! ძა­ლი­ან ზედ­მე­ტებ­ში! და თან ისე რომ ისევ იქ ხართ, 0 მცდე­ლო­ბა იპო­ვოთ გა­მო­სა­ვა­ლი, ყვე­ლა მცდე­ლო­ბა თით­გაშ­ვე­რი­ლებ­მა სხვებს ლაფი ას­ხათ!


- გა­მო­სა­ვა­ლი ეძე­ბეთ, თო­რემ თქვენც მოგ­ტე­ხენ მაგ თითს და არც ამ ქვე­ყა­ნას უჩანს შან­სი უკე­თე­სო­ბის - რო­გორ არ დაგ­ღა­ლათ ამ ფსევ­დო გმი­რო­ბა­ნამ და თი­თის შვე­რამ", - წერს ხი­და­შე­ლი.


კვირის პალიტრა 




კომენტარები:

ფართი შოპი