„7 წელი ერთად“ - ვასო ფხაკაძისა და ლიკუნა მეტრეველის ოჯახური იდილია

29 Apr 2021 12:45

„7 წელი ერთად“ - ამ წარწერის ქვეშ მოდელი ლიკუნა მეტრეველი მეუღლესთან, ვასო ფხაკაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. როგორც აღმოჩნდა, მათი თანაცხოვრება უკვე შვიდ ბედნიერ წელს ითვლის და ამ თარიღს ისინი ორ ულამაზეს გოგონასთან ერთად ხვდებიან.

Look Models Management-ის მოდელმა, ლიკუნა მეტრეველმა და ყველასთვის კარგად ნაცნობმა ტელესახემ, ვასო ფხაკაძემ ერთმანეთი 2012 წელს „მის საქართველოზე“ გაიცნეს და თანაცხოვრების გადაწყვეტილებაც მალევე მიიღეს. ვასომ და ლიკუნამ ოფიციალურად 2018 წელს საფრანგეთში იქორწინეს და ჯვარი პარიზის ქართულ ეკლესიაში დაიწერეს. დღეს მათ ორი შვილი, ნინა და ნიტა ჰყავთ.

ლიკუნა მეტრეველი სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს როგორც ოჯახურ ისე პირად ფოტოებსაც. ლიკუნას სტილი და გემოვნება ბევრისთვის მოსაწონი და მისაბაძია. როგორც ფოტოებიდან ჩანს, მოდელი უპირატესობას კლასიკურ სტილსა და პასტელურ ფერებს ანიჭებს. მის გვერდზე ხშირად შეხვდებით ე.წ. „ესთეტიკურ“ ფოტოებსაც.

ლიკუნა მეტრეველი პროფესიით იურისტია, თუმცა ოჯახური ცხოვრებისა და კარიერის გარდა, ის მოდელის პროფესიასაც წარმატებით ითავსებს და სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებებებსა და გადაღებებშიც იღებს მონაწილეობას. ვასო ფხაკაძე კი დიდი ხანია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი იუმორისტია. წლების განმავლობაში ის არაერთი კომედიური შოუს მსახიობი იყო და მაყურებელს თავი სწორედ ამ საქმიანობით შეაყვარა.

თანაცხოვრების შვიდი წლის აღსანიშნავად წყვილი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვასა და თბილ კომენტარს იღებს: „როგორ მიყვარს ეს ორი“, „ბედნიერები იყავით სულ“ - წერენ ლიკუნასა და ვასოს მეგობრები.


მარაო




კომენტარები:

ფართი შოპი