გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელიას რამდენიმე კარი გაუღეს და არც ერთიდან არ გამოდის

29 Apr 2021 14:07

ნიკა მელიას რამდენიმე კარი გაუღეს და არც ერთიდან არ გამოდის, ხან ერთიდან აპირებს გამოსვლას და ვერ გამოვიდა, ხან მეორედან, კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო თავი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისი თქმით, ნიკა მელიამ გადაწყვეტილება თავადვე უნდა მიიღოს, რადგან ქვეყანა ერთი კაცის დღის წესრიგს ვერ მოერგება.


"ნიკა მელიას საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებშიც, ეს აშშ-ის ელჩის, დასავალელი ევროპარლამენტარების კომენტარებიდანაც ჩანს, არ შეიძლება და ვერ მოხდება ერთი პიროვნების დღის წესრიგზე ქვეყნის მორგება, მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს საკითხი თავად ნიკა მელიამ უნდა გადაწყვიტოს და ეს აღარ არის მათი ინტერესის სფერო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი, რომელიც დამტკიცებულია ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მიერ,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი