რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის შეძენისას

29 Apr 2021 14:46

ცხვორება მართლაც სავსეა მოულოდნელობებით, რასაც გარე ფაქტორებთან ერთად ჩვენი გადაწყვეტილებები განაპირობებს და ზოგჯერ სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები აყენებს თავდაყირა ჩვენს რუტინას, დროებით მაინც. დიდებული გადაწყვეტილებები ბევრ რისკთანაა დაკავშირებული, ამიტომ უმეტესად კომფორტში დარჩენას ვამჯობინებთ და ვცდილობთ ნაკლები პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ, იმის მიუხედავად, ჯილდო რამდენად კარგი შეიძლება იყოს. კომფორტის ზონიდან გამოსვლა საკმაოდ რთული ამბავია, თუმცა, როგორც კი ნაბიჯს გადავდგავთ ჩვენი ტვინი უფრო მეტად ხდება პროდუქტიული, ჩვენი ორგანიზმიც მზადაა გამოწვევებისთვის და შინაგანი დრაივი ახალი აღმოჩენებისკენ გვიბიძგებს. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სესხის აღება საკუთარი პირველი მანქანისთვის, ხელის თხოვნა გულის სწორისთვის, ბავშვის ყოლის გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ერთ-ერთი ფუნდამენტი, რაც აუცილებელია ყოველთვის საკუთარი საცხოვრებლის ქონაა, ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ დამოუკიდებლად გადასვლა და საკუთარი პირველი ბინის შეძენა ნამდვილად გამორჩეული გადაწყვეტილებაა.


საკუთარი უძრავი ქონება ერთგვარი ციხესიმაგრეა, სადაც თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობ, ამიტომ ყოველთვის მნიშვნელოვანია ცოტა მეტად ვიფიქროთ ამ გადაწყვეტილების მიღებისას. არ აქვს მნიშვნელობა მარტო გადასვლას გეგმავთ თუ ახლახანს დაოჯახდით და ერთობლივად გსურთ საკუთარი ბუდის მოწყობა, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად შეცვლის თქვენს ცხოვრებას და ბევრი სიახლის აღმოჩენაში დაგეხმარებათ. შესაბამისად, უპირველესად უნდა გაიაზროთ ის რისკები, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებას თან სდევდეს, ასი პროცენტით დარწმუნებული უნდა იყოთ თქვენს ქმედებებში და ზუსტად უნდა იცოდეთ რა დევს სასწორის მეორე მხარეს. ასეთ დროს, გამოგადგებათ ნებისმიერი დახმარება ოჯახისა თუ მეგობრებისგან, ამიტომ მოისმინეთ ყველას აზრი, მიიღეთ რჩევები, თუმცა გადაწყვეტილება თქვენ მიიღეთ.


რისკების გაანალიზების შემდეგ მთავარია იცოდეთ რისთვის გინდათ გადასვლა, დანამდვილებით სწორი პასუხია საცხოვრებლად, თუმცა არის კიდევ სხვა ფაქტორებიც, მაგალითად მარტო აპირებთ გადასვლას, ბინის ქირაობა გსურთ რუმმეითთან ერთად, ახალშექმნილი ოჯახი გაქვთ თუ უკეთეს პირობებს მოელით. განსაზღვრეთ რა მოლოდინები გაქვთ, როგორ წარმოგიდგენიათ ახალ ბინაში ცხოვრება და ამის მიხედვით შეუდექით ძებნას. გაითვალისწინეთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, რადგან თქვენი არჩევანი განაპირობებს იმას, თუ სად იცხოვრებთ საკმაოდ დიდი ხანი.


ბინის არჩევისას გადამწყვეტი აზრი აქვს რამდენია თქვენი ფინანსები და რა რეინჯში ეძებთ, შესაბამისად გადაავლეთ თვალი სხვადასხვა ალტერნატივებს, შეისწავლეთ საშუალო ღირებულება უბნების მიხედვით და გამოარჩიეთ მოსაწონი ვარიანტები. ძებნის პროცესში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ბინის ადგილმდებარეობას ენიჭება, რომელიც უნდა გადაწყვიტოთ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მაგალითად სად მუშაობთ, ქალაქის შუაგულში გირჩევნიათ ცხოვრება თუ უფრო მშვიდად გარეუბანში, ფინანსები რამდენად გიწყობთ ხელს, ასევე გაითვალისწინეთ მდგომარეობა, შეიძლება ქალაქის ცენტრში ბინის შეძენას გაწვდეთ, თუმცა მდგომარეობა არ იყოს მთლად სახარბიელო, მაშინ როდესაც გარეუბნებისკენ იპოვოთ იმავე ფასში უძრავი ქონება  ძალიან კარგ მდგომარეობაში, ამიტომაა საჭირო განსაზღვროთ პრიორიტეტები და მოლოდინები.


პრიორიტებების განსაზღვრის შემდეგ იცოდეთ, საკმაო მოძრაობა მოგიწევთ, რადგან ბინის არჩევისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ უშუალოდ ბინას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასურველია სხვადასხვა ალტერნატივა განიხილოთ. ბინის არჩევის შემდეგ აუცილებლად დაელაპარაკეთ მფლობელს, გაიგეთ სხვადასხვა დეტალები და შესთავაზეთ ისეთი პირობები, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.



კომენტარები:

ფართი შოპი