რატომ უნდა დაგეგმო ვიზიტი ქუთაისში

29 Apr 2021 14:48

ზაფხულის გეგმებზე ფიქრისას შეიძლება ზუსტად ვიცოდეთ უკვე რა გვინდა, თუმცა ყოველთვის მაინც განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს. წინა წლიდან მოყოლებული, ამ ზაფხულის მიმართ ჩვენი მოლოდინება ძალიან მაღალია, შეიძლება დაწესებული შეზღუდვების ფონზე უამრავი შემაფერხებელი დეტალია, თუმცა ყოველთვის უკეთესის მოლოდინი გვაქვს, წელს კი ძალიან კარგის მოლოდინით შევცქერით ამინდის გაუმჯობესებასა და ჰაერის ტემპერატურის მატებას.


თუ ჯერ კიდევ არ დაგიგემავთ ზაფხულის შვებულება, მაშინ სათვალავში ქუთაისიც გაითვალისწინეთ, რომელიც ყოველ ნახვაზე უფრო მეტად არწმუნებს მნახველთ, რატომ ქვია „მამაქალაქი“. ქუთაისს ნამდვილად გამორჩეული ადგილი უკავია როგორც ძველ, ისე ახალ ისტორიაში, რადგან სწორედ ის ხდებოდა ხოლმე უმეტესად კულტურული სიახლეების გავრცელების ცენტრი. აქ საცხოვრებლის პოვნა რთული არაა, ბინები ქუთაისში მარტივად საპოვნელია, მთავარია იცოდეთ რისი დათვალიერება და ნახვა გსურთ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ტიპის ადამიანი ბრძანდებით, ამ ქალაქში ყველასთვისაა თავისი წილი საინტერესო დეტალი კულტურული თუ ისტორიული მნიშვნელობით. სტატიაში მოგიყვებით იმ ადგილებზე, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ ქუთაისში სტუმრობისას.


გელათის ტაძარი

გელათის ტაძარი არამხოლოდ ქუთაისის, არამედ მთლიანად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია, რომელსაც თავისი ისტორიით და ლეგენდებით დღესაც აღფრთოვანებაში მოყავს მნახველი. ტაძარი დავით აღმაშენებლმა 1106 წელს დააარსა და აქ საუკენეების მანძილზე ფუნქციონირებდა საგანმანათებლო ცენტრი, სადაც დაცულია დღემდე შემონახული შუა საუკუნეების უნიკალური ხელნაწერები და ფრესკები. ტაძარი გამოირჩევა არქიტექტურული ნამუშერებითა და ხუროთმოძღვული, განსაკუთრებული დეტალებით.


ბაგრატის ტაძარი

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ბაგრატ III-მ ააგო 1003 წელს უქიმერონის გორაზე და ისტორიულად ის გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოდ იქცა. ტაძარი საინტერესოა როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული კუთხით, რადგან ის ითვლება შუასაუკენეების საეტაპო მნიშვნელობის მქონედ.


სათაფლიის მღვიმე

სათაფლიის კარსტული მღვიმეები განსაკუთრებით გამორჩეულია როგორც სილამაზით, ასევე აქ აღმოჩენილი პრეისტორიული აღმოჩენებით, მათ შორის დინოზავრის ნაკვალევით, რომელიც 120 მილინიონი წლის წინანდელია. ამ ეტაპზე დამთვალიერებლებს პატიჟებს სათაფლიის ოთხი მღვიმე, სადაც შეხვდებით მუზეუმსა და საგამოფენო დარბაზებს.


პრომეთეს მღვიმე

ქუთაისი ნამდვილად გამოირჩევა მღვიმეებით, პრომეთეს მღვიმე კი უტყუარად ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რამაა, რომლის ნახვასაც არასდროს ინანებთ. აქ ნახავთ სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს და ჰელიქტიტებს, რომელიც ბუნებრივადაა წარმოქმნილი კირქვისგან. აღსანიშნავია, რომ მღვიმე საკმაოდ დიდი ზომისაა, სადაც წარმოდგენილია 17 სხვადასხვა დარბაზი.


ბოტანიკური ბაღი

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მე-19 საუკუნეში დაარსდა და დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სიმშვიდის მოსაპოვებლად. აქ სეზონის მიხედვით იმართება სხვადასხვა აქტივობები, რომელზე დასწრებაც ყველას შეუძლია. ბოტანიკური ბაღი გამოურჩეულია მცენარეთა უამრავი სახეობების ერთად თანაარსებობის გამო, აქ წარმოდგენილია მათი 210 გვარის სახეობა.


რეფლექტორი

ქუთაისი ქალაქია, რომელიც მუდამ იტევდა როგორც წარსულს, ისევე მომავალს, ამიტომაც ყოველთვის გააჩნდა განსაკუთრებული მიმღებლობა კულტურული პროგრესის მიმართ. სწორედ ამ ქალაქიდან დაწყებულა უამრავი კულტურული მოძრაობა, რომელიც მერე მთელ ქვეყანას მოსდებია. კლუბი რეფლექტორი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია მთლიანად საქართველოში, რადგან მოკლე დროში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა როგორც ადგილობრივად, ასევე სხვა ქვეყნებშიც. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ არტისტებთან ერთად სხვა ქვეყნების წარმომდგენლებსაც დაუკრავთ რეფლექტორის სცენაზე. თუ ელექტრონული მუსიკა და რეივი გიყვართ, მაშინ საღამოს ეს ადგილი ნამდვილად ემოციების ქვეშ დაგტოვებთ.


ამ ადგილების გარდა ქალაქი გამორჩეულია თავისი ხასიათით, ამიტომ ბინები ქუთაისში განსაკუთრებული და მაგიურია. სეირნობაც კი ერთგვარი თვგადასავალია, რომელიც მკაფიოდ ჩაიბეჭდება თქვენს მოგონებებში.



კომენტარები:

ფართი შოპი