ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მორიგი უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა

29 Apr 2021 14:56

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნატო - საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


მხარეებმა დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ფარგლებში კრიზისული სიტუაციების მართვის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო როგორც დაგეგმილ, ასევე მიმდინარე პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.


შეხვედრაზე უახლოეს მომავალში განსახორციელებელი სწავლებების დეტალების შესახებ იმსჯელეს. განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში კრიზისული სიტუაციების მართვის ინიციატივის განხორციელების საკითხები და ამ მიმართულებით დანიის სამეფოს ჩართულობის გაგრძელებაზე 2022-2023 წლებში.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი, ნატოს ექსპერტი - პიტერ კაას-კლაესონი, დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი მრჩეველი - კამილა ლუიზ სიელიაკსი და დანიის გვარდიის მეთაური - კაპიტანი ტროელს გრაფი დაესწრნენ.




კომენტარები:

ფართი შოპი