როგორ განვითარდა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან?

29 Apr 2021 15:04

დედამიწა 4.6 მილიარდი წლისაა. პირველი ნახევარი მილიარდი წლის განმავლობაში ის უსიცოცხლო იყო. შემდეგ კი სიცოცხლემ ის მთლიანად მოიცვა და მას შემდეგ მასზე ჰყვავის. 


უკვე გადაშენებეულია ათეულობით მილიარდი სხვადასხვა სახეობა და დიდი რაოდენობით სახეობათა გადაშენება და ახალი სახეობების წარმოქმნა დღემდე გრძელდება. მაგრამ რჩება ერთი დიდი კითხვა: როგორ გაჩნდა ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის უპირველესი ფორმა? 


მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ბიოლოგიური ევოლუციის დაწყებამდე ადგილი ჰქონდა ქიმიურ ევოლუციას. უბრალო, არაორგანული მოლეკულები ერთმანეთთან იმგვარ ქიმიურ კავშირებში შევიდნენ, რომ გარდაიქმნენ რთულ, ორგანულ მოლეკულებად. 


ეს მოხდა პირველად, სავარაუდოდ ოკეანეებში. პირველ რიგში რა პროცესის დაწყებას უბიძგა ამ მოვლენამ? MIT-ის ფიზიკოსმა დოქტორმა ჯერემი ინგლენდმა წამოაყენა თეორია, რომლის თანახმადაც, სიცოცხლის წარმოშობის ახსნა ფიზიკის ფუნდამენტური პრინციპებით იხსნება. 


ამ მოსაზრებით, სიცოცხლის წარმოშობა არის ენტროპიის ზრდის გარდაუვალი შედეგი. თუ თეორია სწორია, სიცოცხლის წარმოქმნა ისეთი გასაკვირი ნამდვილად აღარ უნდა იყოს, როგორც აქამდე მიგვაჩნდა.


intermedia.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი