დავიღალეთ რა, ყველგან ჩვენ დავდივართ, 6-თვიანი შატალო არ გამიგია - ზილფიმიანი ოპოზიციას

29 Apr 2021 17:08

"იცით თქვენ, რომ მე პროფესიით არ ვარ იურისტი, მარგამ და იმ კომიტეტებში ვიღებ მონაწილეობას, რომელშიც ვთვლი, რომ შემიძლია რაღაცა სიკეთე მოვუტანო იმ მიმართულებებს, რომლებშიც აღვიზარდე და ჩვენი მეცნიერების და განათლების კომიტეტის გარდა, საგარეო კომიტეტის გარდა, ისე მოხდა რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პრაქტიკულად 15-ვე კომიტეტში ჩვენ გვიწევს სიარული და მადლობა ღმერთს, ცოტა უკვე კაი ხანია შეგვეშველა "მოქალაქეები". დავიღალეთ რა, ყველგან ჩვენ დავდივართ.

ესე იგი სრული შატალოა. 6-თვიანი შატალო არ გამიგია კაცო. ახლა შემოვიდნენ, დაიღალნენ, ისევ წავიდნენ. ახლა ერთი კვირა არ მოვლენ კიდე. ნუ, რა არის, ვერ გავიგე აქ, თუ მუშაობა გვინდა, ვიმუშაოთ, თუ არადა კრიტიკაზე ადვილი რა არის, მოდი რამე კონსტრუქციული თქვი კაცო".


მთავარი არხი 




კომენტარები:

ფართი შოპი