გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიში პარლამენტს წარუდგინა

29 Apr 2021 19:39

გრიგოლ ლილუაშვილი: - „2020 წლის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც რეგიონალურ ჭრილში ჩვენს წინაშე იდგა, ეს იყო ჩენს მეზობლად არსებული ყარაბაღის  კონფლიქტი, როდესაც ქვეყანაში მომატებულად წარმოჩინდა ყველა ის რისკი, რისი გადალახვაც, ჩვენ შევძელით ძალიან წარმატებულად.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პარლამენტში 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევები, მეტწილად უკავშირდება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მომატებულ ინტერესს, რასაც ხშირად, უკვე თანამედროვე მეთოდებით ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, არაკეთილმოსურნე და არამეგობრული ქვეყნის წარმომადგენლების მეშვეობით.„ამ საკითხში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტრდაზვერვის დანაყოფს,რომელსაც ხელეწიფება და ახორციელებს ყოველდღიურ რეჟიმში ამ მტრულად განწყობილი ქვეყნების წარმომადგენლების, ძალების, შეფარული პირების ძირგამომთხრელი საქმიანობის განეიტრალებას. 

რაც, უმეტესშემთხვევაში, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის არის შეუმჩნეველი“,-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, არსებული, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა ე.წ საინფორმაციო ომი და დაინტერესებული მხარე იყენებდა ყველა მეთოდს და და საშუალებას,რათა ეს ომი, წარმართულიყო მაქსიმალური სიმწვავით და დამაზიანებლად ჩვენი ქვეყნისთვის.


შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ჩვენი სამსახური იმყოფებოდა მჭიდრო კომუნიკაციაში სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან.


ნამდვილად ხაზგასასმელია, რომ სამხედრო მოქმედებების პერიოდში, ჩვენი სამსახურის მიერ წარმატებით განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე პროვოკაციებისა თუ საომარი მუხტის გადმოტანის პრევენცია და შედეგად, უზრუნველვყავით მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება, აღნიშნულის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


გრიგოლ ლილუაშვილმა ქვეყნის უსაფრთხოების ჭრილში დეზინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების შესახებაც ისაუბრა.


„დეზინფორმაციის კუთხით, 2020 წელს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ მედიარესურსების, ინტერნეტ და კიბერსივრცის გამოყენებამ.


ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. საინფორმაციო ომში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ აქტიურად იყო გამოყენებული ახალი კორონავირუსის პანდემიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები“-განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.


როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, 2020 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფარული მოქმედებების გარკვეულ ნაწილს სწორედ კიბერშეტევები და კიბერსადაზვერვო ოპერაციები წარმოადგენდა.ზემოაღნიშნული ფაქტი და გასული წლების განმავლობაში დაფიქსირებული ინციდენტები მეტყველებს ქვეყანაში ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სისტემის რეფორმირების და ახალ გამოწვევებზე მორგებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე, აღნიშნულის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში ისაუბრა.





კომენტარები:

ფართი შოპი