"თვით ყირამალა დგომაც კი ლამაზი და სასიამოვნოა, როდესაც შეყვარებული ხარ" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

29 Apr 2021 19:53

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ "შეყვარებული ტურისტი ყირამალა" ამ მილებად გადააქცია


ეს მისი მმართველობის იდენტური მესიჯია, რომ სიყვარულის ადგილი აქ არ არის. "შეყვარებული ტურისტი ყირამალა" აუცილებლად დაბრუნდება მზისა და ზღვის ქალაქში, იმიტომ რომ მისი ადგილი ნამდვილად იქ არის", - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე და განადგურებული ქანდაკების ფოტოებსაც ურთავს:


"შეყვარებული ტურისტის" მკვლელობის საქმე

"შეყვარებული ტურისტის" ქანდაკებების სერია მხატვარმა გელა წულაძემ 2009 წელს სპეციალურად ბათუმისთვის მოიფიქრა.


პირველი "შეყვარებული ტურისტი" ზურგჩანთაგულით, ბათუმის შესასვლელთან, გვირაბის თავზე ბათუმისკენ მიემართება.


საოცრებათა მოედნიდან ტურისტის სიყვარულის ისტორია იწყება და ყველა ტრანსფორმაციაში მეგობრობას, ენერგიას, ოპტიმიზმს, სიხარულს და სიყვარულს უზიარებს ყველას, ვისი მხედველობის არეალშიც მოხვდება.


ახალი ბულვარის დასაწყისამდე ტურისტი სიყვარულის მშვენიერ ისტორიებს აგროვებს და აქ უკვე ზუსტად იცის, რომ სიყვარული სასწაულია, დათვით ყირამალა დგომაც კი ლამაზი და სასიამოვნოა, როდესაც შეყვარებული ხარ - ეს ისტორია "აჭარის სასწაულის" იდენტური და მომავლის მესიჯია, რომ სიყვარულით ყველაფერი შესაძლებელია.


"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ "შეყვარებული ტურისტი ყირამალა" ამ მილებად გადააქცია


ეს მისი მმართველობის იდენტური მესიჯია, რომ სიყვარულის ადგილი აქ არ არის.


"შეყვარებული ტურისტი ყირამალა" აუცილებლად დაბრუნდება მზისა და ზღვის ქალაქში, იმიტომ რომ მისი ადგილი ნამდვილად იქ არის", - წერს მიხეილ სააკაშვილი.


კვირის პალიტრა




კომენტარები:

ფართი შოპი