დეზინფორმაციის სამიზნეს წარმოადგენდა როგორც სამსახურის საქმიანობა, ასევე მისი კონკრეტული თანამშრომლები

29 Apr 2021 20:05

„დეზინფორმაციის სამიზნეს წარმოადგენდა როგორც სამსახურის საქმიანობა, ასევე მისი კონკრეტული თანამშრომლები. ამ მიზნისთვის გარკვეული სუბიექტები აქტიურად იყენებდნენ ადამიანების ოჯახურ და პირად ტრაგედიებს, ვრცელდებოდა ისეთი აბსურდული ვერსიები, მტკიცებით ფორმაში, რომელიც აშკარად ემსახურებოდა ძალოვანი სტურტურების დისკრედიტაციას“ გრიგოლ ლილუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად ისაუბრა, რომელიც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დღეს უსაფრთხოებისათვის.


„ზემოაღნიშნული გამოწვევების გარდა, სხვადასხვა აქტორების მიერ მართული დეზინფორმაციული ომის კამპანიებს ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მიზნით, რათა მომხდარიყო, ისედაც დაძაბული პოლიტიკური გარემოს პოლარიზება და რადიკალიზაცია. ეს არის ჩვეული მეთოდი, ბოლოდროინდელი პრაქტიკით განმტკიცებული, რუსული სპეცსამსახურების მხრიდან, რაც აქტიურად გამოიყენეს არამარტო საქართველოში, არამედ, ევროპის ბევრ ქვეყანაში და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზეც“,-აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.


„საინფორმაციო ომში ასევე მზარდ ტენდენციად გამოიკვეთა ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები, მათ შორის, სხვადასხვა ონლაინაპლიკაციები, რომლის დაფიქსირებაც შევძელით და სადაც ხდება საზოგადოებრივ აზრზე განსაკუთრებული მანიპულაციის განხორციელება.


განვაგრძობდით პრევენციული ხასიათის მუშაობას, საინფორმაციო ომის ფარგლებში საქართველოში მოქმედი აქტორების გამოვლენისა და მათი დაფინანსების წყაროების გადაკეტვის კუთხით, რაც მეტწილად, გამოგვივიდა. ასევე, დადგინდა სხვადასხვა აქტორებს შორის ურთიერთკავშირი“,-განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსმა.


როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, განსაკუთრებით, მტკინვეული იყო დეზინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც პანდემიის პერიოდში ემსახურებოდა არამარტო ძალოვანი სტრუქტურების, არამედ, ზოგადად, ხელისუფლების და საჯარო უწყებების მიმართ უნდობლობის გაჩენას.


დეზინფორმაციის სამიზნეს წარმოადგენდა როგორც სამსახურის საქმიანობა, ასევე მისი კონკრეტული თანამშრომლები. ამ მიზნისთვის გარკვეული სუბიექტები აქტიურად იყენებდნენ ადამიანების ოჯახურ და პირად ტრაგედიებს, ვრცელდებოდა ისეთი აბსურდული ვერსიები, მტკიცებით ფორმაში, რომელიც აშკარად ემსახურებოდა ძალოვანი სტურტურების დისკრედიტაციას და  პირდაპირ წყალს ასხამდა ჩვენი მტრულად განწყობილი მეზობლის ინტერესებზე. რასაც ისინი კარგა ხანია ცდილობენ და ამაში ეხმარებოდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და ასე ვთქვათ, თავისუფალი მედიის წრმომადგენლები, რაც დამაზიანებელია და შეიძლება გამოიწვიოს ისეთი შედეგები, რომლის გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდება.




კომენტარები:

ფართი შოპი