სოზარ სუბარი - მელია ისევ იმ ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ მოექცა, რომელსაც უნდოდა, რურუა გამოსულიყო და სურს, მელია დარჩეს ციხეში

29 Apr 2021 20:16

მელია ისევ იმ ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ მოექცა, რომელსაც უნდოდა, რომ რურუა გამოსულიყო და სურს, მელია დარჩეს ციხეში, სამწუხაროდ, ის მათ ამ თამაშში აჰყვა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.


რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, მისი თქმით, უმრავლესობის და ოპოზიციის კანონპროექტებში განსხვავება დაზარალებულის თანხმობაა და ის მზად არის ამ მსჯელობაშიც გაჰყვეს ოპონენტებს, თუ პოლიცილების თანხმობაც იქნება მოთხოვნილი.


"ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ მზად არის, ევროკავშირის გირაო მიიღოს, მეორე დღეს უარყო, მესამე დღეს თქვა, რომ ისევ მზად არის. ის ისევ მოექცა იმ ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ, რომელსაც უნდოდა, რომ რურუა გამოსულიყო და სურს, მელია დარჩეს ციხეში, სამწუხაროდ, ის მათ ამ თამაშში აჰყვა.


რაც შეეხება ამნისტიაზე კანონპროექტებს შორის სხვაობას, სხვაობა პრაქტიკულად არ არის, ერთი და იგივეა ერთი ნაწილის გარდა. ეს არის დაზარალებულების თანხმობის საკითხი. 


მზად ვარ, ამაშიც გავყვე, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ დაზარალებულის თანხმობაა საჭირო, მზად ვარ, მათ კანონპროექტს ხმა მივცე, მაგრამ დაზარალებული პოლიციელების თანხმობაც უნდა იყოს საჭირო, როცა მათზე თავდამსხმელებს ვასამართლებთ. ოპოზიციის მიმართ თხოვნა მექნება, ჩვენს მედიატორებს ჰკითხონ - ამ სახით კანონპროექტის მიღება მედიაციით მომზადებული დოკუმენტის შესრულებაა?! 


თუ შესრულება არ იქნება, გამოდის, რომ მათ წინადადებას ვერ დავეთანხმები", - განაცხადა სუბარმა.




კომენტარები:

ფართი შოპი