პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ "ფეისბუქ ლაივში" ინდური შტამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა ის საქართველოში უკვე შემოსულია:
“ჩემი ვარაუდით, საქართველოში ინდური შტამი უკვე შემოსულია. მალე, ალბათ, ოფიციალურადაც დამეთანხმებიან. ხომ გახსოვთ, იანვარში რომ ვთქვი, ბრიტანული შტამი შემოვიდა-თქო, გამლანძღეს, დღეს კი თვითონვე ამბობენ, რომ ბრიტანული შტამი 90%-ითაა გავრცელებული.
მსოფლიოში მოგზაურობდნენ და გადაჰქონდათ ვირუსი. დღეს უკვე 20 ქვეყანაში დაფიქსირდა ეს ვირუსი, ჩვენთან ლაბორატორიებმა რომ კვლევები დაიწყონ, ამ ვირუსს იპოვიან. საქართველოში აფეთქება იმიტომაა, რომ გვაქვს ინდური და ბრიტანული შტამი ერთად“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.