ლევან ჯიბღაშვილმა „ჩაიხანა“ დახურა – ვწყვეტთ მუშაობას

30 Apr 2021 14:25

ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა რესტორნების ქსელი „ჩაიხანა“ დახურა. ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

მათივე ცნობით, დახურვის მიზეზად პანდემიით გამოწვეული პრობლემები სახელდება.

 

„ვწყვეტთ მუშაობას დაიხურა : ,,ჩაიხანა N1 თბილისი” რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის შეხვედრის და საყვარელ ადგილად იქცა 6 წლის განმავლობაში . სულ ვცდილობდით ვყოფილიყავით პირველები როგორ გამოგვივიდა ეს თქვენი შესაფასებელია.

 

მადლობა სტუმრებს რომლებიც ერთგულად დადიოდით ჩაიხანაში ჩვენ თქვენთან ერთად ვქმნიდით გარემოს, სადაც ყველა ერთად ვგრძნობდით თავს კომფორტულად, მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის დაფასებისათვის … მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელიც თუნდაც ერთხელ იყავით ჩვენი სტუმარი,მადლობა რომ გვირჩევდით …

 

მადლობა თანამშრომლებს, ადამიანებს ვინც ჩვენთან მუშაობდა დღემდე ერთგულად, რომ არა თქვენ ჩვენ ვერ ვიქნებოდით. მადლობა თითოეულ ღიმილისთვის , ყოველი საათისთვის რომელსაც ერთად ვატარებდით, თქვენი აქტიურობა და სიყვარული სამსახურის მიმართ არის დასაფასებელი. სწორედ თქვენ გაზარდეთ აქტივობა, სწორედ თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, რომ რამდენიმე წელი ერთად ვაკეთებდით საქმეს რომელიც ასე ძალიან გვიყვარს..

 

ჩვენ აუცილებლად შევხვდებით, ჩაივლის ეს ეპიდემია …მანამდე კი ვიმეგობროთ ისევ ისე როგორც ეს ადრე იყო.

 

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის, სითბოსთვის, ნდობისთვის“, – ნათქვამია „ჩაიხანას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


primetime.ge




კომენტარები:

ფართი შოპი