ფორმას საკუთარი ფულით რომ ყიდულობთ, ეგ მოგილოცოთ? რა მოგილოცოთ? – ირაკლი ოქრუაშვილი

30 Apr 2021 15:56

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში, საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს ეხმაურება.


“მთელი დღე ვფიქრობდი ამ თემაზე რამე მეთქვა თუ არა. 30 წელი შესრულდა, მაგრამ დღეს რა მოგილოცოთ არ ვიცი. შეიარაღებული ძალებიდან თავდაცვის ძალებად რომ გადაგაკეთეს ეგ მოგილოცოთ თუ ფორმას საკუთარი ფულით რომ ყიდულობთ ეგ? 2 წელი მაგ საქმეს შევალიე და მიხარია, ამაყი ვარ.


ყველა ჯარისკაცს გილოცავთ იმას, რისთვისაც ერთად ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ. ყველა ჯარისკაცის ხსოვნა იყოს ვინც დაფასებული თუ დაუფასებელი დარჩა ჩვენი საზოგადოების უმადურების გამო.


ჩემს მეხუთე შვილს – ქართულ ჯარს ვულოცავ 30 წლის იუბილეს”.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი