თავდაცვის სამინისტროს შენობაში გმირების უკვდავსაყოფად ხსოვნის წიგნი გაიხსნა

30 Apr 2021 16:00

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ფოიეში მოწყობილ პოსტამენტზე გმირების უკვდავსაყოფად ხელნაწერი ხსოვნის წიგნი განთავსდა. წითელი ლენტი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გაჭრეს და წუთიერი დუმილით კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.


ხსოვნის წიგნში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა მონაცემებია შესული.




კომენტარები:

ფართი შოპი