ისრაელში 2 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა

30 Apr 2021 16:38

ისრაელში, ლაგ ბა-ომერის ფესტივალზე მომხდარი ტრაგედიის გამო, 2 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.


მედიის ინფორმაციით, ისრაელში, მერონის მთის ძირას ლაგ ბა-ომერის ფესტივალზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 44 და დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი. 40-მდე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.


ერთ-ერთი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი ვიწრო ადგილში ასობით ადამიანის ერთდროულად ჩასვლამ გამოიწვია, როდესაც რამდენიმე მათგანს ფეხი დაუცურდა და წაიქცა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელმა სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ დაინახა “ერთმანეთზე დაცემული ათობით ადამიანი, რომელთა უმეტესობამ ჭყლეტაში მოყოლის შემდეგ გონება დაკარგა”.




კომენტარები:

ფართი შოპი