მიქელანჯელოს ლეგენდარული პიეტას (დატირება) ისტორია, რომელიც შესაძლოა, არ იცოდეთ

30 Apr 2021 17:11

ყველამ ვიცით მიქელანჯელოს ლეგენდარული პიეტა – ქრისტეს დატირება დედის მიერ. თუმცა ბევრმა არ ვიცით, მისი შექმნის ისტორია.

 

აი, რა გადმოცემა მოვიდა ჩვენამდე.

 

მიქელანჯელო მარმარილოების ბაზრობაზე იმყოფებოდა. ერთ-ერთ დახლთან შეამჩნია ქვა და გამყიდველს ჰკითხა აზრი მის შესახებ. მფლობელმა უთხრა: – თუ ამ ქვით ინტერესდებით, შეგიძლით უფასოდ წაიღოთ, რადგან დიდი ხანია აქ დევს და ტყუილად იკავებს ადგილს. 12 წელია არავის შეუმჩნევია და არ უკითხავს. მე ვერ ვხედავ მასში რამე პოტენციალსო.

 

მიქელანჯელომ ქვა წამოიღო. მასზე თითქმის მთელი წელი მუშაობდა და შექმნა ულამაზესი ქანდაკება, რაც კი ადამიანის ხელს შეუქმნია.

 

როდესაც მან მარმარილოზე მუშაობა დაასრულა, თავისთან მიიწვია სავაჭრო დახლის მეპატრონე, რათა ეჩვენებინა ნამუშევარი.

 

მეპატრონე თვალებს არ უჯერებდა.

 

 

– სად იშოვე ასეთი ულამაზესი მარმარილო? – ჰკითხა გამყიდველმა

 

– არ გეცნობა? – შეეკითხა მიქელანჯელო. – ეს სწორედ ის “მახინჯი ქვაა”, რომელიც შენი მაღაზიის წინ 12 წელი “რაღაცის” მოლოდინში იყო.

 

ასე შეიქმნა ლეგენდარული პიეტა (ქრისტეს დატირება დედის მიერ), რომელიც მოქანდაკის ერთადერთი ნამუშევარია პირადი ხელმოწერით. (ჯორჯო ვაზარის ცნობით, მიქელანჯელომ მოისმინა გამვლელების საუბარი და იმის შიშით, რომ ნაშრომი არ გამქრალიყო, მასზე საკუთარი წარწერა დატოვა.)

 
primetime.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი